ცხადაძე: "პრობლემა რეალიზებაში იყო. ვნახეთ ფეხბურთელების მონდომება, კარგი იყო პრესინგი..."

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ პირველ ამხანაგურ მატჩში თბილისის "დინამო" "ლვოვს" დაუზავდა (0:0). მატჩის შემდეგ თბილისელთა მთავარმა მწრთნელმა კახა ცხადაძემ კომენტარი გააკეთა:

"ყველა საკონტროლო თამაშზე მთავარია დასახული გეგმის შესრულება. უპირველესად რაც ძალიან მნივნელოვანი და კარგია - თამაშმა ტრავმების გარეშე ჩაიარა. ასევე, ყველა ფეხბურთელმა მაქსიმალურად თანაბარი დატვირთვა მიიღო. მეორე იყო - ტაქტიკური სქემიდან გამომდინარე დაგეგმილის შესრულება, სხვადასხვა ფაზაში გადასვლა.

პირველი ნახევრის დებიუტში ეს ნაკლებად გამოგვივიდა, თუმცა ბოლოსკენ ახალგაზრდა ფეხბურთელები უკეთ ათამაშდნენ, ოდნავ მეტი სიმწვავე გვაკლდა. მეორე ტაიმში ბევრი მომენტი შევქმენით, პრობლემა რეალიზებაში იყო.
ვნახეთ ფეხბურთელების მონდომება, კარგი იყო პრესინგი და ზონებს შორის გადართვა.

სამუშაო და გამოსასწორებელი კიდევ არის, დანარჩენი კი კარგად გამოჩნდება, რამდენად შევძლებთ დანახული მინუსების გამოსწორებას. ეს თამაშებიც ზუსტად ამისთვისაა."

თბილისის "დინამო" მეორე ამხანაგურ შეხვედრას 29 იანვარს სერბულ "ნაპრედაკთან" გამართავს.

altთბილისის "დინამო" "ლვოვს" დაუზავდა

მკითხველის კომენტარები / 4 /
დინამო წელსაც ვერ გახდება ჩემპიონი! მომავალ სეზონის დასრულების შემდეგ ცხადაძესაც გაუშვებს ფიფია!დინამო ევროტურნირების სირცხვილიიიი!!!
რეალობას ᲩავხედოᲗ ᲗვალებᲨი
14:53 27-01-2022
4
ძალიან ყალბი ტიპია ეს ცხადაძე.
aleks
14:11 27-01-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული