ლევან კობიაშვილი კანკავაზე - დარჩება სიმბოლოდ, როგორი უნდა იყოს ნაკრების ფეხბურთელი

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ჯაბა კანკავას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა:

"დღეს ჯაბა კანკავამ 17-წლიანი სანაკრებო კარიერა დაასრულა. ეროვნული გუნდის კაპიტანს ნაკრების მაისურით კიდევ არაერთი მატჩის ჩატარება შეეძლო, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილიც გახლდათ, თუმცა ჯაბას გადაწყვეტილება ასეთია და ვალდებული ვართ, რომ პატივი ვცეთ.

მასთან ერთად ეროვნული გუნდის მაისურით არაერთი მატჩი მითამაშია და ძნელად მახსენდება ფეხბურთელი, რომელიც ასე სწორად მიესადაგებოდა იმ პასუხისმგებლობას, რასაც მინდორზე ეროვნული გუნდის მაისურით გასვლა ჰქვია.

ჯაბა კანკავა სამაგალითო იყო ნაკრების თითოეული
წევრისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რომლებსაც თავისი ქცევით და საქმისადმი დამოკიდებულებით, სანაკრებო ფეხბურთის სირთულეების დაძლევაში ეხმარებოდა.

შრომა, თავდადება და პასუხისმგებლობის გრძნობა - ამ ღირებულებების მატარებელი ჯაბა, ჩემთვის პირადად, როგორც რიგითი გულშემატკივარისთვის, ყოველთვის დარჩება იმის სიმბოლოდ, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.

#მადლობაკაპიტანო!"

altვილი სანიოლი კანკავას გადაწყვეტილებას ეხმაურება

altჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა



მკითხველის კომენტარები / 6 /
ადრე მოგივიდა კაპიტანო მაგრამ
მადლობა გაწეული სამსახურისთვის , სამაგალითო ხარ !!!
bejo
27 იანვარი 2022 22:41
1
კანკავა უთქმელი ფეხბურთელია ინტერვიუებიც არ უყვარდა არასოდეს ნაწყენი და გულნატკენიც იქნება,რომ 101 თამაში არ ათამაშეს და კობიაშვილის რეკორდი ვერ დაამყარა . იმედია კაშიას მაინც მისცემენ შანსს 101 თამაში ითამაშოს ნაკრებში
TOM
27 იანვარი 2022 21:58
12
მადლობა კაპიტანო. იმ შემართებისა და ნამდვილი ომისთვის რასაც მინდორზე აკეთებდი. მადლობა საქართველოსა და ჩვენი სიყვარულისთვის. ნამდვილად დამწყდა გული. წარმატებები ცხოვრების მომავალ ეტაპზე.
roma
27 იანვარი 2022 21:57
1
ჯაბა სამაგალითო ადამიაი, კაპიტანი და ფეხბურთელო არის და ყოველთვის იქნება. ეგეთი მუშა ფეხბურთელები სანატრელია საქართველოში. ხელი მოემართოს მომავალ კარიერაში ფეხბურთსაც ალბათ მალე დაანებეს. დიდი მადლობა, ჯანმრთელობა და წარმატება.
simartle
27 იანვარი 2022 21:51
0
კანკავა ძალით მიიყვანეს იმ ზომამდე რო ნაკრებიდან წასულიყო და ლევან კობიაშვილის რეკორდი არ მოეხსნა (თამაშების რაოდენობა)
Bravo jaba
27 იანვარი 2022 21:15
9
Kargi qartveli.madloba yvelafristvis gaixaros shenma ojaxma mshoblebma yfali shegewiot
Kaxa
27 იანვარი 2022 20:16
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული