ევრო 2022. უკრაინამ გაიმარჯვა და 1/2-ფინალში საქართველოსა და რუსეთს შორის გამარჯვებულს ელის

AutoSharing Option
ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში უკრაინის ნაკრებმა ყაზახეთი 5:3 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

უკრაინა 30-ე წუთზე 3:0 დაწინაურდა. ყაზახებმა ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეძლეს, თუმცა ბოლოს უკრაინელებმა ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

1/2-ფინალში უკრაინა საქართველოსა და რუსეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

საქართველოს და რუსეთის მატჩი ამსტერდამში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.