კახა ცხადაძე: მოსკოველთა მიერ დატოვებული სივრცეები უნდა გამოგვეყენებინა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში მოსკოვის "დინამოს" 1:0 დამარცხების შემდეგ თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ცხადაძემ კლუბის "ფეისბუქის" გვერდთან მოკლე კომენტარი გააკეთა:

"გამარჯვებას ფეხბურთელისთვის დიდი დატვირთვა აქვს, ვინაიდან დიდი სამუშაო რომ გასწია, ეს დაუფასდა. ამიტომ ეს შეხვედრის შემდეგ ემოციური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო, თორემ ზედმეტად ეიფორიაში გადავარდნა აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის.

მეორე ტაიმში ძალიან მაღალი დაცვა იყო მათი მხრიდან, რადგან ცდილობდნენ ანგარიში გაეთანაბრებინათ. ჩვენ სივრცე გვქონდა დატოვებული ძალიან ბევრი და ეს უნდა გამოგვეყენებინა. მომავალში ამაზე უნდა ვიმუშაოთ".

altთბილისის "დინამომ" მოსკოვის "დინამო" დაამარცხა [VIDEO]

alt

"სამარცხვინო, კოშმარული, კომპლექსი ქართველებზე" - რუსი ფანები თბილისის "დინამოსთან" წაგებამ აღაშფოთა

alt"თბილისის "დინამოსთან" ძალიან ცოტა მომენტი შევქმენით" - მოსკოვის "დინამოს" მწვრთნელი

მკითხველის კომენტარები / 4 /
მჯერა,მწამს,მეიმედება,რომ წელს მოხდება მნიშვნელვანი გარდატეხა და ჩვენი საყვარელი "დინამო" შეუქცევადად დაადგება აღმავლობის,მის გულშმატკივართა გულების სისტემატურად გახარების გზას!
მერაბი
11 თებერვალი 2022 14:03
2
ყოჩაღ კახას და მთელ გუნდს. მჯერა ბოლოსდა ბოლოს წარმატებით გამოვალთ ევროტურნირებზე. ერთი კარგი საყრდენი აკლია დინამოს და დიდი იმედი მქონდა ნინუას დაიმატებდა ცხადაძე. იქნებ ეხლაც არაა გვიან! დანარჩენი
მათე
11 თებერვალი 2022 09:12
3
"სივრცეების გამოყენება" მაგიური სიტყვაა,ნელ-ნელა G წერტილის პოვნას ემსგავსება(ვინმეს გიპოვიათ G წერტილი?)
სივრცეების გამოყენება სხვაარაფერია თუ არა-ბურთის წართმევისთანავე მათ მოშიშვლებულ დაცვაში მაგათზე სწრაფად შერბენას.
ამისთვის ჩვენს ფლანგის მცველებს სჭირდებათ 60-70 მეტრი სპრინტი(დგომიდან) და ნახევარმცველებს 30-40 მეტრი სპრინტი (ართმევაზე თამაშიდან)
ანუ კახა ამბობს- უნდა ირბინონო(თვითონ იცის ალბათ რასაც ამბობს) და მე რაც დავინახე წინ გაქცევა და იმათ დაცვაზე ჩასწრება კი არა-ბურთის დაკარგვის მერე დინამოს ნახევარდაცვა ძუნძულით მოსდევს მეტოქის კონტრშეტევას..და კახა შენ მაგაში ხელფასს გიხდიან რასაც მე სამსახურის მერე გასართობად ვუყურწბ უხელფასოდ.
Levani
11 თებერვალი 2022 04:17
2
ტყილად კი არაა ნათქვამი სხვა სხვის ომში ბრძენიაო...
Master
11 თებერვალი 2022 17:25
0

სიახლეები პოპულარული