შეხვედრის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა:
"ძალიან რთულია თამაშის მოგება და ამავდროულად, კარგი ფეხბურთის თამაში. მიუხედავად იმისა, რომ გოლი გავუშვით, არ ვიტყოდი, რომ ცუდად დავიწყეთ. კარგია, რომ რეაგირება მოვახდინეთ, მეორე ტაიმში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ...
ბედნიერი ვარ, რომ ამდენი პრობლემის მიუხედავად, გუნდმა ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშა და გაიმარჯვა.
როცა რამდენიმე საკვანძო მოთამაშე ტრავმირებულია, ეს მარტივი არ არის. გაგვიჭირდა, მაგრამ მჯერა, რომ სამართლიანად მოვიგეთ.
ჩვენთან ახლოს რომელი გუნდებიც არიან, პირველ რიგში, ისინი გავიაროთ და ლიდერ "აპოლონზე" შემდეგ ვისაუბროთ. მეორე ადგილზე რომ ვიყოთ, რაღაცას ვიტყოდი, მაგრამ მეხუთეზე ვართ."
"ანორთოსისი" 14 თებერვალს "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლებს, სამი დღის შემდეგ კი ოქრიაშვილის, ქვილითაიასა და დაუშვილის "აპოელს" ესტუმრება.
ინჯგია შევიდა და 90-ე წუთზე თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]
ზედიზედ 9 მატჩში დაუმარცხებელი ქეცბაიას "ანორთოსისი" მეოთხედფინალშია