ჯანოს წაქცევისთვის არდანიშნული პენალტი, გამოუყენებელი შანსები და ბათუმის "დინამოს" მარცხი "ლვოვთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩში საქართველოს ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ „ლვოვთან“ 0:1 დამარცხდა, რომელიც უკრაინის პრემიერლიგაში მე-12 ადგილზეა.

გოლი მე-2 წუთზე ბოგდან მიშენკომ გაიტანა.

ბათუმის "დინამოს" ურიგოდ არ უთამაშია, დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, ერთ ეპიზოდში კი მსაჯმა მეტოქის კარში პენალტი არ დანიშნა, როდესაც საჯარიმოში ანანიძე წააქციეს. აღსანიშნავია, რომ შეცვლაზე შესული ჯანო ფორმაში შედის და იმედია, მალე ძველებურად ითამაშებს.

„დინამო“ (ბთ) (სასტარტო): ბეგაშვილი, აზაროვი, აზაცკი, კობახიძე, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ტეიდი, ბიძინაშვილი, ზარია, ჯიღაური, ფანცულაია

გია გეგუჩაძის შეგირდები შეკრებაზე „რუბინსა“ და
„რაკუვს“ დაუზავდნენ (2:2 და 3:3), „ლეხს“ მოუგეს (2:1), „პარტიზანთან“ დამარცხდნენ (1:3), 14 თებერვალს კი „ლევადიას“ შეხვდებიან.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ევროპაში ესეთ მდარე ფეხბურთს სოფლებშიც აღარ თამაშობენ, ჩვენ გვგონია რომ გუნდო გვყავს, მართალია ბარსა და რეალი არ არის, მარა არც სასუოლოზე ნაკლებიაო, სიმართლე ისაა, რომ ევროპის „ჭ“ ან „ხ“ კლასის გუნდის დონეზეც არ ვართ ტემპში თამაშზე, ბურთის ფლობაში, პასი და ავღნიშნავ, რაც კარგად გამოგვდის ჭიდაობაში მაგარი ფეხბურთელები გვყავს, ჯანი მოსდევთ და ტლანქი მოძრაობების მთელი ტანით, ანუ კორპუსით მიწოლის ჩემპიონები ვართ.
თან ვისზე ვსაუბრობთ? ქვეყნის ერთერთი საუკეთესო გუნდზე გვაქვს ლაპარაკი. არა ბატონებო, ესე ვერც გავფრინდებით და ღმერთმა ნუ ქნას გავფრინდეთ, შუა ფრენაში ბაც! და ჩამოვარდებით..
კ ო მ ბ ლ ე
03:34 12-02-2022
12
წააგეს ხომ?
არადა ჩვენები მაგრები არიან, ისინი სუსტები.
მარა წავაგეთ ტოოო,. გულს ის მიკეთებს და იმის იმედი მაინც მრჩება რომ მატჩი ამხანაგური იყო და რის ამხანაგები ვიქნებით, თუ წაგება ვერ გაუგეთ ჩვენ გუნდს..
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
03:57 12-02-2022
15

სიახლეები პოპულარული