"ოქროს ქულა" მოვიპოვეთ - არველაძის მატჩისშემდგომი კომენტარი

AutoSharing Option
შოთა არველაძემ "ჰალ სიტის" "შეფილდ იუნაიტედთან" (0:0) ფრეს "ოქროს ქულა" უწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ იძულებული იყო, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაცვაში ყოფილიყო, ქართველი სპეციალისტის გუნდს საკუთარი შანსები ჰქონდა. საბოლოოდ, "ჰალმა" წაგებათა სერია შეწყვიტა და გასავარდნ ზონას 13 ქულით აღემატება.

არველაძემ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"აბსოლუტურად გახარებული და კმაყოფილი ვარ იმით, რომ ვგრძნობ, ქულა რა რთულ მოედანზე მოვიპოვეთ...

მათ ორი თუ სამი საგოლე მომენტი ჰქონდათ, დანარჩენი მხოლოდ კუთხურები და გრძელი პასები იყო, რომლებსაც ალღო საკმაოდ კარგად ავუღეთ. დაცვაში გუნდურად მშვენივრად ვითამაშეთ.

მეტოქე
უნდა დაგვესაჯა, როცა ამის შანსები მოგვეცა. 2-3 კარგი მომენტი გვქონდა..."

შოთას გუნდის დატვირთული კალენდარი გრძელდება - თებერვლის ბოლომდე კიდევ 3 შეხვედრაა...


altშოთა არველაძის "ჰალის" ფრე შეფილდში



ასევე დაგაინტერესებთ