"ინტერის აკადემია" საქართველოში - შეხვედრა საელჩოში და ძანეტის ჩამოსვლის მოლოდინში

AutoSharing Option
"ინტერის აკადემიის" დირექტორი ანა წერეთელი და ახლად დანიშნული მწვრთნელი ვალერიო რინგოლი საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილის, ნიკოლა იორიოს მიწვევით საელჩოში იმყოფებოდნენ.

იტალიის საელჩო "ინტერის აკადემია საქართველოს" პროექტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს...

"ინტერის აკადემია" იტალიის ელჩს საქართველოში, ბატონ ენრიკო ვალვოს და მის მოადგილეს - ნიკოლა იორიოს, მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.

შეგახსენებთ, "ინტერის აკადემიის" გახსნა, "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" ძალისხმევით, უახლოეს პერიოდში იგეგმება - ამ ეტაპზე, ბავშვების სელექცია მიმდინარეობს. აკადემიაში 12 ქართველი მწვრთნელი იმუშავებს, რომელთაც იტალიელი რინგოლი უხელმძღვანელებს.

სავარაუდოდ, გახსნის ცერემონიაზე თბილისში "ინტერის" ლეგენდარულ არგენტინელ კაპიტან
ხავიერ ძანეტისაც ვიხილავთ...

წყარო: Inter Academy Georgia

altქართული ბანერი იტალიურ დერბიში - ინტერვიუ "ინტერის" ქართული აკადემიის დირექტორთან

alt"ინტერის აკადემიის" პრეზიდენტი და "ტორპედოს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - ქართველი ქალი ფეხბურთში