საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ტულის "არსენალთან" კონტრაქტი გაწყვიტა, - ამის შესახებ რუსული კლუბი საიტით იტყობინება:
"21 წლის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა საქართველოს ნაკრებში ყოფნისას კლუბში კონტრაქტის გაწყვეტის თხოვნის განცხადება გამოაგზავნა, რაც ოჯახური გარემოებებით ახსნა".
ამ სეზონში დავითაშვილმა 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი სატრანსფერო ფასი კი 2.5 მილიონი ევროა.
ზურიკო უკვე ბათუმის "დინამოში" ვარჯიშობს და აჭარული კლუბი, ალბათ, მალე ხელშეკრულებას გაუფორმებს.
ადამიანების ამოჩემება რატომ იცით? ხვიჩა რატომ ამოიჩემეთ? დღეში ათას სტატიას წერდით და მოღალატეს უწოდებდით , მიუხედავად იმისა რომ იცოდით, ერთ დღეში ვერ წამოვიდოდა იქედან და ყველაზე მეტად თავად უნდოდა წამოსვლა.
ზურიკოზე სიტყვა არ დაუძრავს არავის, არც სხვებზე. ყველას მაგივრად ხვიჩას მოხვდა.
ბათუმში გადმოსვლაზეც წესიერი განცხადება არ გაკეთებულა ზურიკოზე.
მარტო ხვიჩაა ამ ქვეყნის ფეხბურთში მნიშვნელოვანი? კარგის მხრივ და ცუდის მხრივ საჭორაოდ გაგდებული რომ გყავთ..