U19 - საქართველოს გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა ანდორაში მიმდინარე B5 ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში სომხეთის ასაკობრივ ნაკრებს 2:0 სძლია. 47-ე წუთზე ანგარიში მაიკო ბებიამ გახსნა. 55-ე წუთზე, ბებიას პასით, გოლი მარიამ მოდრეკილაძემ გაიტანა.

B ლიგის მეორე რაუნდის დასკვნით შეხვედრას საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრები 11 აპრილს სლოვაკეთის ასაკობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
გენეაცვალეთ)
გაგი
10:32 09-04-2022
1

სიახლეები პოპულარული