კვარაცხელიას კარგი ტექნიკა აქვს, მაგრამ ცოტა გააქვს - "ნაპოლის" ექსფეხბურთელი ხვიჩაზე

AutoSharing Option
როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ "ნაპოლის" აქტიურად უკავშირებენ - ტრანსფერი მომავალ ზაფხულს უნდა განხორციელდეს. ამ თემასთან დაკავშირებით ნეაპოლური კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა სალვატორ ბაგნიმ ტელეკომპანია Tele A-სთან ისაუბრა:

"ხვიჩა კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელიც საკმაოდ მაინტრიგებს, მაგრამ უნდა განვმარტოთ, თუ ვის ეძებდა "ნაპოლი", ინსინიეს შემცვლელს? ახლავე ვიტყვი, რომ ის გაცილებით ნაკლებ გოლს გაიტანს, ვიდრე ნეაპოლელთა ახლანდელი კაპიტანი.

ქართველ ფეხბურთელს კარგი დრიბლინგი და ტექნიკა აქვს, მაგრამ მას ბევრი გოლი ვერ გააქვს. მე უპირატესობას იმ შემტევებს ვანიჭებ, რომლებსაც სეზონში 10 და მეტი გოლის გატანა
შეუძლიათ. რაც შეეხება "ნაპოლის" თავკაც სპალეტის, მას მოსწონს მოთამაშეები, რომლებიც დაცვით ფაზაში ბევრ საქმეს აკეთებენ."

მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას ბათუმის "დინამოსთან" 2-წლიანი ხელშეკრულება აკავშირებს.

alt"დასძლევს ხვიჩა "ნაპოლიში" კონკურენციას თუ იჯარით გაუშვებენ?" - რამდენად საფუძვლიანია რუსების ეჭვები

altკვარაცხელიამ სამედიცინო შემოწმება საიდუმლო ვითარებაში გაიარა - corriere dello sport-ი

altკვარაცხელია, როგორც ბიძინა თაბაგარი - რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენს ტალანტს?

ასევე დაგაინტერესებთ