დაინტერესებულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ თავისუფალი გრაფიკით, მიიღონ დამატებითი შემოსავალი და უშუალო მონაწილეობა მიიღონ ევროპის ერთ-ერთი მთავარი სანაკრებო ტურნირის ჩატარებაში.
ევროპის ჩემპიონატამდე, რომელსაც 2023 წლის ზაფხულში საქართველოსთან ერთად რუმინეთი მასპინძლობს, სტიუარდები პრაქტიკას, როგორც ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების, ისე საქართველოს მასშტაბით გასამართ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ მატჩებზე მიიღებენ.
სტიუარდთა პროგრამაში ჩართვის მსურველებმა 30 აპრილის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: steward@gff.ge. CV-ში მიუთითეთ პირადი ნომერი, ელ.
გასაუბრების და ორდღიანი ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი მიიღებს სერტიფიკატს და გახდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდი.
gff
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა