მატჩის დღე! აღმართავს მამარდაშვილი ესპანეთის თასს?

AutoSharing Option
მართლმადიდებლური სამყარო ყველაზე დიდი დღესასწაულის, ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად ემზადება. ამ დღეებში სპორტზე ნაკლებად ვფიქრობთ, თუმცა არც უმაგისობა იქნება...

ქართველი ესპანეთის თასთან

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ამბები სწორედ 23 აპრილის ღამეს ხდება - ქართველ ფეხბურთელს "კოპა დელ რეის" მოგების შანსი აქვს. იმედი გვაქვს, რომ "ვალენსიას" მწვრთნელმა გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში მხოლოდ დაასვენა და "ბეტისის" წინააღმდეგ სწორედ ქართველი მეკარე ითამაშებს. გამოცდილ მანუელ პელეგრინისაც მშვენიერი გუნდი ჰყავს და დაძაბულ ფინალს ველით.

"დე ლა კარტუხაზე" მატჩი ჩვენი დროით 00:00 საათზე აიღებს სტარტს.

მეტი დრო "ჩაკვეს"

შაბათს, 23 აპრილს, ჩვენებიდან ყველაზე ადრე (15:30 სთ) გიორგი ჩაკვეტაძის "ჰამბურგი" ითამაშებს - "რეგენსბურგს" ესტუმრება. ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ჰამბურგელები მე-3 ადგილზე მყოფ "სტ. პაულს" 5 ქულით ჩამორჩებიან, ლიდერები კი "შალკე" და "ვერდერი" არიან.

იმედია, ქართველი ნახევარმცველი დიდ სათამაშო დროს მიიღებს, ეს მას ძალიან სჭირდება.

Sportall.Ge

მიქაუტაძე გადარჩენისთვის...

გიორგი მიქაუტაძეს ნაკლებად წარმატებული სეზონი აქვს, ისევე, როგორც მის "სერენს". ქართველი ფორვარდის გუნდი ახლა ბელგიის ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის - ორმატჩიან პლეი-აუტში RWDM-ს უნდა დაუპირისპირდეს. პირველი შეხვედრა 23 აპრილს, 20:30 საათზე, ბრიუსელში გაიმართება.

ქართველი ჩემპიონთა ლიგაზე

ვაკო ყაზაიშვილის "ულსან ჰიუნდაი" 24 აპრილს (13:00 სთ), აზიის ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, ჩინურ "გუანჯოუს" ესტუმრება, რომელიც ძალიან ბევრ გოლს უშვებს. ჯგუფს მალაიზიური "ჯოჰორი" ლიდერობს. ვაკოს გუნდს მთავარი ბრძოლები იაპონურ "კავასაკისთან" ექნება.

ისევ გაიტანენ ქართველები?

ბუდუ ზივზივაძე ახლა მშვენიერ ფორმაშია და მას მხარს გიორგი ბერიძეც უბამს. 24 აპრილს (თბილისის დროით 19:30 სთ) ქართველების "უიპეშტი" ლაშა დვალის (რომელსაც სათამაშო პრაქტიკა აკლია) ლიდერ "ფერენცვაროშს" ესტუმრება. ბუდუსა და ბერიძის ბევრი მცდელობის მიუხედავად, მათ გუნდს სამეულში შესვლა უჭირს - ჩამორჩენა დიდია.

Sportall.Ge

კიდევ ერთი შედეგიანი ლეგიონერი საბა ლობჟანიძე და მისი "ჰათაისპორი" 24 აპრილს (17:00 სთ) "ბაშაქშექირს" გასვლაზე დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, საბას ანგარიშზე 8 გოლი და ამდენივე საგოლე პასია.

გაიტანს ხვიჩა ისევ?

ეროვნულ ლიგას უამინდობის გამო საკმაოდ ბევრი გაუცდა და 23 აპრილს ტური სრულად ჩატარდება. თავს ვერ მოვიტყუებთ, ყველაზე დიდი ინტერესი ახლა ბათუმის "დინამოს" მიმართაა, რომელიც 23 აპრილს (20:00 სთ) ქუთაისში, "ტორპედოს" ესტუმრება. ხვიჩა კვარაცხელიამ "გაგრასთან" ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და იტალიური მედია აალაპარაკა. ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა "კვარას" შოუ.

altიტალიური მედია კვარაცხელიას თამაშმა აღაფრთოვანა

altბორდალასმა მამარდაშვილის უთამაშებლობის მიზეზი განმარტა - "შაბათს ვნახავთ, ვინ ითამაშებს"

altბუდუ ზივზივაძე სანაკრებო შანსებზე, შედეგიანობაზე, ვაისთან ურთიერთობასა და "ტორპედოს" კარში გოლის აღნიშვნაზე...

მკითხველის კომენტარები / 22 /
ხალხნო სად შეიძლება ვალენსიის თამაშის ნახვა?
muro
23 აპრილი 2022 21:48
0
თავიდან დროს აძლევდნენ ეხლა 5წუთი და ჩააეოდე 9ნომერზე საშინელი თამაშის სტილი აქვთ და მაგიტო ვეგარ გაქაჩა არადა თავიადან მაგრა დაიწყო არ უნდათ გადასვლა და ეგაა თამ ეს უკვე რამდენიმემე სეზონია გრძელდება
L.J.
23 აპრილი 2022 16:45
2
ჩაკვეზე მწყდება გული!!!ეხლა ვუყურებ ჰამბურგის თამაშს ისევ სკამზეა გეგონება მთავარი შემადგენლობა ვარსკვლავებს წყვეტენ
L.J.
23 აპრილი 2022 16:41
1
წარმატებები!
რატი
23 აპრილი 2022 13:27
1
კეთილო ხალხო, სად შეიძლება ვუყუროთ პირდაპირ რეპორტაჟს იქნებ თქვენ დაწეროთ ვინც იცის.
ზურა
22 აპრილი 2022 22:06
1
ეს წუთია ვალენსია სევილიაში გაემგზავრა. ვალენსიას მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ყველასთან ერთად მამარდაშვილიც არის.
ქ. გ.
22 აპრილი 2022 15:11
1
ხო აბა სად იქნება ? მამარდა დაასვენა ბორდალასმა იმიტო რო მცველები არ ივნენ ბოლომდე მზად ამიტომ მოუხდა მეორე გუნდიდან ფეხბურთელების დამატება , რაც 3 ზე მეტი არ შეუძლიატ . მამარდაც მეორე გუნდშია რეგისტრირებული , ამიტომ დაასვენა და მის მაგივრად მცველი ჩასვა განაცხადში
ლშა
22 აპრილი 2022 23:24
1
ისედაც პოლიტიკით არის ყველაფერი მოწამლული და უკვე სუნთქვა აღარ შეიძლება. მაქსიმალურად მინდა გადავერთო სპორტზე და განსაკუთრებით ჩვენს წარმატებულ ბიჭებს დავუჭირო მხარი.
ძალიან გთხოვთ გამხნევება და მხარდაჭერა თუ არ შეგიძლიათ ფეხბურთელების, ბოღმა და სკეპტიციზმი მაინც არ ანთხიოთ. ყველაფრის უფლება გაქვთ რათქმაუნდა, ცენზურას არავინ დაგიწესებთ, უბრალოდ ბევრად უკეთესი იქნება ასე.ისედაც არ გვაკლია ერთმანეთის ჭამა
Michael
22 აპრილი 2022 12:26
2
ხვიჩამ, თუ მოინდომა შოუს დადგმა, რატომღაც მგონია სადაც უნდა როგორც უნდა, დადგავს. მაგარი ბიჭი გვყავს, ვენაცვალე.
რაც შეეხება გიორგის, მაგრად მინდა თასი აწიოს. არ დაიძაბოს, ყველაფერი ეხლა იწყება მისთვის. ჯერ ვერც გამითვითცნობიერებია სად გვყავს ეს ოქროს ბიჭი.
100%
22 აპრილი 2022 12:23
1
სად ნახეთ მამარდაშვილის გაბრექვა?
ან თავში ავარდნა?
ხვიჩას მსგავსად გიორგიც არ არის სოც. ქსელებში აქტიური და თავის საქმეში იხარჯება ბოლომდე. ამათი მოსაწონი ვერაფერი გაკეთდა მოკლედ. რაარის უნდა მოწამლოთ მაინცდამაინც 20-21 წლის ბიჭები ამ ქვეყანაში რომ ყველაფრის მოტივაცია დააკარგვინოთ?
Winter
22 აპრილი 2022 01:54
0
ვინერ. სამწუხაროდ, ზოგიერთმა ვაიგულშემატკივარმა ბიჭების მოწამვლა სპეციალობად გაიხადა.
ჟორა
22 აპრილი 2022 11:01
0
ქუთაისის გულშემატკივრების დონე ვნახეთ, ჩემპიონები როცა გახდნენ, დინამოს ტრიბუნებზე სკამები,რომ დალეწეს...
ზურა
21 აპრილი 2022 23:08
9
ქუთაისელები ტო გაგვამწარო სხვანაირად უნდა გვიკბინო
ზალიკო
22 აპრილი 2022 02:13
11
საქართველოში გულშემატკივრობის დონე არის უდაბლესი. ამას რომელიმე ცალკე აღებულ ქალაქს ნუ დავაბრალებთ. მაგიტომაც აღარ დავდივარ თამაშებზე საქართველოში. არ არის საჭირო ასე ცალკე ერთი ქალაქის გამოყოფა, თითქოს რომელიმე უპირატესი იყოს. რათქმაუნდა ბათუმს არ ეხება, ბევრად წინ წაიწიეს ამ საკითხში.
მივდივარ 23 ში ქუთაისში სტადიონზე, იქნებ რამე შეიცვალა და სხვა/უკეთესი გარემო ვნახო...
!!
21 აპრილი 2022 23:15
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული