"ხვიჩა ვერ ითამაშებს და ვერ აღმოჩნდება "ნაპოლიში" - რუსი "სპეციალისტის" სურვილი და დამოკიდებულება

AutoSharing Option
ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერთან დაკავშირებით დიდი მოლოდინია. დღეს calcionapoli24 წერს, რომ გარემარბი მხოლოდ 21 წლისაა, მაგრამ უკვე უნდა ჩავთვალოთ პატარა მომხიბვლელ პრინცად. ეროვნულ ლიგაში კვარაცხელიას თამაშს იტალიური მედია ყურადღებით აკვირდება და აშუქებს. მოლოდინი დიდია. რუსეთში ბევრი ვარაუდს გამოთქვამს, რომ სერია A-ში ქართველს გაუჭირდება. ხშირ შემთხვევაში ეს უფრო მავანთა სურვილი და დამოკიდებულებაა. სხვათა შორის, ცინიკურ კომენტარებს ხშირად საქართველოშიც შეხვდებით, გეგონება, ამ ბიჭს ვინმესთვის რამე დაეშავებინოს. ჩვენს საიტზე ასეთ კომენტარებს უბრალოდ აღარ ვუშვებთ.

Евро-Футбол.Ру-ზე რუსმა საფეხბურთო სელექციონერმა და
ფუნქციონერმა პაველ სტიპიდიმ, რომელიც სარატოვის "სოკოლში", მახაჩყალის "დინამოსა" და "ანჟიში" და გროზნოს "ტერეკში" სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, იტალიის ჩემპიონატის დონე შეაფასა და კვარაცხელიას პერსპექტივაზე პესიმისტური პროგნოზი გააკეთა:

"შეხედეთ იტალიის ჩემპიონატს, რას დაემსგავსა? წაიკითხეთ ამ ლიგაში ადრე მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელების სერია A-ზე გამონათქვამები. ისინი ამბობენ, რომ დღეს იტალიის ჩემპიონატი ფსკერია, ან ისინი კიდევ იქ როგორც გამოთქვამენ და მე ვეთანხმები. როდესაც ადამიანები 36, 38, 42 წლის ასაკში თამაშობენ, ეს ქვეითად მოსიარულეთა ფეხბურთი გამოდის.

თუმცა კვარაცხელია თვით იტალიაშიც ვერ ათამაშდება, რადგან ისევ ვამბობ, მისი დონე - საქართველოს ჩემპიონატია. რუსეთში მან ცოტა გაიბრწყინა და სწრაფად ჩაქრა. ჩვენთან ჟურნალისტებმა მისგან პირდაპირ პელე შექმნეს, ის კი უცბად ჩაიფუშა. თუ ძლიერი ფეხბურთელია, ვინ უშლიდა ხელს? მე საერთოდ ძალიან ეჭვი მეპარება, რომ მართლა აღმოჩნდება "ნაპოლიში".

მკითხველის კომენტარები / 31 /
აბა რას ელოდით უკეთეს რუსი ჟურნალისტისგან.ყველანი მართლა ღორები არიან.
ლევანი
13 მაისი 2022 17:35
0
რუსები ქართველებისა და ყოფილი საჭოთა კავშირის სხვა ერების მიმართ დიდი შურით გამოირჩევიან. არ სურთ მათზე უკეთესები რომ გამოჩნდნენ მსოფლიო ასპარეზე. ყველა საუკეთესო რუსეთში უნდა იყოს! ასევეა პოლიტიკაშიც. ყოველნაირად ეწინააღმდეგებიან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროსტრუქტურებში გაწევრიანებას! კარგად იციან, ეს ქვეყნები აუცილებლად განვითარდებიან, როგორც კი რუსეთს ჩამოშორდებიან!
....
11 მაისი 2022 21:28
0
ყველაფერში ერთნაირად ბოღმა ღორები არიან!
სააკაძე
11 მაისი 2022 14:52
0
სხვათა შორის იტალიურად ამ შოვინისტის გვარი,ერთი ასო რომ შევცვალოთ(სტუპიდო),ნიშნავს ,,სულელი,,... ასე რომ ყველა სულელ და შოვინისტი(რომ არც მალავენ!!!) გახეთქილან ბოღმით!!! ბ.თ.აბა ესენი ხვიჩას სადმე გაუშვებდნენ რუსეთიდან,ისე შურთ მისი?!!!
გიო.
11 მაისი 2022 12:22
0
ხვიჩა ყურადღებას ნუ მიაქცევ, ძაღლი ყეფს (ამ შემთხვევაში რუსული), ქარავანი მიდის ნაპოლში
ჟორა
11 მაისი 2022 12:03
0
მოიცა, მოიცა, საერთოდ არსებობს ხვიჩა კვარაცხელია? წარმოსახვის ნაყოფი ხო არაა? :)))))))))))
Miriani
11 მაისი 2022 11:54
1
:)
დისლაიქის მომცემი დარწმუნებული ვარ ამ კაცს აგინებს. უბრალოდ ვერ მიხვდნენ რა დაწერე :))
Geo
11 მაისი 2022 13:33
0
ამისთანა ძალით სელექციონერები, რომ ჰყავთ, იმიტომ არის ფსკერიდან კიდევ უფრო ქვევით მაგათი "ფუტბოლი".
მიეწიეთ იმ თქვენს სამხედრო გემს !!!

აი ეგრე, უიშშ...
ისე მაინც
11 მაისი 2022 11:15
1
ესენი ხომ გააგზავნეს მათთვის განკუთვნილ ადგილზე.
ეს ,,პროფესორი,, იქაა დარჩენილი.
იქიდან გაკეთებული კომენტარია ხვიჩა არ გეწყინოს
baggio
11 მაისი 2022 07:20
3
სულით და გულით წარმატებას ვუსურვებ ხვიჩას, მაგრამ იტალიის ჩემპიონატი არ იყო სასურველი, აქ ჩაკეტრილი ფეხბურთია
გიორგი
11 მაისი 2022 06:22
6
ღრუსი ღრუტუნებს, ხვიჩა კი მიდის. :))))))
რატი
11 მაისი 2022 00:46
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული