"სპალეტი, ხვიჩაზე მოგატყუეს" - რუსთა გოდება

AutoSharing Option
გუშინ "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე პირველად ისაუბრა და ერთობ დადებითად დაახასიათა. იტალიელის გამონათქვამი რუსულმა საიტებმა გაავრცელეს და კომენტარებმაც არ დაახანა. ზოგიერთს შემოგთავაზებთ:

- ლუჩანო, შეწყვიტე, შენ ვინ ხარ, რომ ასეთი რამეები თქვა, კვარაცხელიაზე "ჩემპიდან" სპეციალისტები მოგითხრობენ.

- ჩვენი ხვიჩულია ტოპ-კლუბში! ეს პალიჩმა (სიომინმა) აღმოაჩინა ვარსკვლავი! ტუგარევი აუტსაიდერ "როსტოვში", დანარჩენები სადღაც მეორე ლიგაში, ხვიჩულიჩკა კი "ნაპოლიში", რადგან ტოპ-ია და პალიჩმა ეს თავიდანვე დაინახა. "რკინიგზელებს" ტოპ-ფეხბურთელების ტოპ-კლუბებში გაყიდვა არ სჭირდებათ, ისინი შეუძლიათ "კრასნოდარში", "რუბინში" ან კიდევ სადმე გაუშვან.

- ლუჩანო,
შენ მოგატყუეს...

- მან ზუსტად იცის, ვისზე ლაპარაკობს?

- ვერაფერი გავიგე, სპალეტი ბათუმის "დინამოს" წვრთნის?

- გასაკვირია. მან პოზიციური შეტევისას შეზღუდულ სივრცეში თავი ცუდად წარმოაჩინა. კარგია სისწრაფეში, თავისუფალ სივრცეში, კონტრშეტევაზე თამაშისას.

- სპალეტის უთხრეს, რამდენი გოლი გაიტანა კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატში?

- იქ გოლების გამტანები საკმაოდ ჰყავთ. ოსტატი თამაშის მართვას დაიწყებს! ასეთ ფეხბურთელებს ოქროს ფასი აქვთ! მომენტები შეიქმნას და გოლის გამტანი გამოჩნდება.

ასევე დაგაინტერესებთ