კვარაცხელიას გარდა, ვის შეიძენს "ნაპოლი"? - პრეზიდენტისა და მწვრთნელის პრესკონფერენცია

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი კლუბის, "ნაპოლის" პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა და მთავარმა მწვრთნელმა სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართეს და მომავალი სატრანსფერო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

კლუბმა, კვარაცხელიას გარდა, კიდევ ერთი ტრანსფერი დაადასტურა - გუნდში იჯარით მყოფ 26 წლის კამერუნელ ნახევარმცველ ანდრე ზამბო ანგუისას "ფულემიდან" 15 მილიონ ევროდ გამოისყიდიან.

გარდა ამისა, დიდი შანსია, "ხეტაფეს" 24 წლის ურუგვაელი მცველი მატიას ოლივერაც სპალეტის გუნდში ვიხილოთ.

დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ რეორგანიზების საჭიროება არსებობს, ჯერ მხოლოდ მაისია და სატრანსფერო აქტიურობა აუცილებლად იქნება.

დრის მერტენსთან დაკავშირებით ისევ მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს. შემტევი
ცდილობს, მაქსიმალურად მისაღებ ხელშეკრულებაზე შეთანხმდეს.

ამასობაში ესპანური Sport-ი წერს, რომ ნეაპოლელებს ვეტერანი ნახევარმცველის, 32 წლის მირალემ პიანიჩის შეძენა სურთ, რომელსაც "რომასა" და "ინტერში" დიდი იტალიური გამოცდილება გააჩნია.

შეგახსენებთ, კვარაცხელია "ნაპოლიში" ზაფხულში გადავა და 5 წლით ითამაშებს.

altდაუხვდება კვარაცხელიას "ნაპოლიში" ოსიმჰენი?

altდიდი მოლოდინი - კვარაცხელიას თამაშს და ყოველ გოლს ნეაპოლში აკვირდებიან

მკითხველის კომენტარები / 1 /
იქნებ არ ათანაშონ თელავთან და ნაკრების თამაშებამდე ცოტას მოუფრთხილდნენ.
.
20 მაისი 2022 13:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული