"მითხარით, ვინ წავიყვანო? კი, არის ხვიჩა, მაგრამ მას უკვე აქვს კონტრაქტი... გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ფეხბურთელია..." - ინტერვიუ შოთა არველაძესთან

AutoSharing Option
შოთა არველაძემ "ჰალ სიტის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ამ ეტაპის ამოცანა წარმატებით გადაჭრა - გუნდმა ჩემპიონშიფის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე დაიბევა ადგილი ინგლისის რანგით მეორე ლიგაში. რა თქმა უნდა, მომავალ სეზონში "ვეფხვებს" გაცილებით მაღალი მიზნები ექნება...

49 წლის სპეციალისტი ახლა საქართველოშია და, რა თქმა უნდა, მასთან გასაუბრების შანსი ხელიდან არ გავუშვით. "ჰალის" დღევანდელობასა და მომავლის გარდა, ვილაპარაკეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც, რომელსაც ივნისში ერთა ლიგის უაღრესად საპასუხისმგებლო მატჩები ელის...

- "ჰალში" სეზონის მიმდინარეობისას მიხვედით. ასეთ დროს ყოველთვის რთულია მწვრთნელისთვის, ბოლომდე მოახდინოს საკუთარი
იდეების რეალიზება. ამის მიუხედავად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საამსეზონო ამოცანა შესრულდა...

- მგონი, არ არის მაინცდამაინც ბევრი სალაპარაკო განვლილ ეტაპზე. რა შეიძლება ითქვას?.. შედეგი იყო მთავარი და შევძელით, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე დაგვებევებინა ადგილი ლიგაში. მწვრთნელს შეუძლია ახალი ენერგია და მოტივაცია მისცეს ფეხბურთელებს... თუმცა დრო მაინც მცირე იყო. მაგალითად, ისე მოხდა, რომ ჩავედი, ჩავატარე ორი ვარჯიში და გუნდი თამაშზე გავიდა... საბოლოოდ, პირადად ჩემთვისაც დიდი გამოცდილება იყო...

- ველით, რომ მომავალ სეზონში "ჰალი" გაცილებით ძლიერი და ამბიციური გუნდი იქნება. ალბათ, იქნება საინტერესო ტრანსფერები... რამდენად საფუძვლიანია ეს მოლოდინი?
- ასე მარტივიც არ არის... ჯერ გასარკვევია, ვინ მიდის, ვინ შეიძლება მოვიდეს... ეს რომ გაირკვევა, მერე უფრო ადვილად ჩამოვყალიბდებით საბოლოოდ. რა თქმა უნდა, ყველა გუნდს სჭირდება გაძლიერება...

- ამბობენ, შოთას თავის გუნდში ქართველი ფეხბურთელები შეგნებულად არ მიჰყავსო. "ჰალში" როგორ იქნება ამ მხრივ საქმე?
- აი, ხომ შესწრებიხართ ასეთ საუბარს და, ალბათ, თქვენც ჩართულხართ პოლემიკაში... მითხარით, ვინ წავიყვანო? კი, არის ხვიჩა, მაგრამ მას უკვე აქვს კონტრაქტი... გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ფეხბურთელია... ვინ წავიყვანო?

- რა შეიძლება ითქვას ჩემპიონშიფის თაობაზე? ფაქტია, ძალიან სპეციფიკური ლიგაა, გადატვირთული გრაფიკით, ცხრილში სიმჭიდროვით, თანაბარი დონით...
- ხომ იცით, როგორ არის - ფეხბურთელს ხშირ ვარჯიშს ხშირი თამაში ურჩევნია. ასევეა მწვრთნელიც. თამაში, მერე მისი ანალიზი და ისევ თამაში... ძალიან საინტერესოა ასეთი გრაფიკი. რა თქმა უნდა, ეს დიდ ფიზიკურ გამძლეობას მოითხოვს.

- დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალ სეზონში "ჰალი" პრემიერლიგაში აღზევებისთვის იბრძოლებს. ეს ამოცანა დგას კლუბის წინაშე?
- ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ათეულში სტაბილურად ყოფნა არის ძალიან კარგი შანსი, რომ თუნდაც პლეი-ოფში მოხვდე. აქ ძალიან პატარა დისტანციაა.

- "ჰალის" გულშემატკივრებზე ცალკე უნდა გკითხოთ. მატჩებისას ვხედავთ, როგორ გულმხურვალედ უჭერენ ისინი გუნდს მხარს...
- ძალიან მაგარი გულშემატკივრები გვყავს, უზომოდ უყვართ გუნდი, გვერდში გვიდგანან... შესანიშნავი, თბილი დამოკიდებულება გვაქვს...

მკითხველის კომენტარები / 27 /
ჟურნალისტს უსვამს რესპოდენტი კითხვას - "მითხარი, ვინ წავიყვანო?"
და ჟურნალისტს პასუხად ერთი ფეხბურთელიც არ გაახსენდა. შეკითხვა "გაატარა".
მწვრთნელი იმისთვისაა, რომ ტალანტი დაინახოს. ტალანტები ბევრია. ხვიჩაც რუსთავის გუნდიდან "წაიყვანეს" თავის დროზე და კი არის ახლა "ნაპოლის" ფეხბურთელი. ახლა დიდი ბოდიში და "სერია ა"-ს და ლა ლიგას ფეხბურთელები ჩემპიონშიპის გუნდში რომ არ წავლენ, ხომ ცხადია და რა საჭიროა ამ რიტორიკული კითხვების დასმა?!
კირკიტა
13 სექტემბერი 2022 22:57
0
სასაცილოანდათ პირდაპირ. ვინ მისცემს მაინცდამაინც კვარას და მამარდას ან რა უნდათ მათი დონის ფეხბურთელს მაჩანჩალა ჰალში?! ეჰ შოთი, შოთი...
ლაშა
13 სექტემბერი 2022 14:35
0
ეხლა დამვლოკავთ, მარა თქვენ მაინც იცოდეთ- სწორედ ეს არის ის მარაზმი, რატომაც ამ კაცის დტოინდელმა ნაკრებმა ჩაისვარა!!! ვინ წავიყვანოოო, შევარცხვინე ეს ნა÷ქვამი. ვინა და ზურიკო!! მამარდაშვილს იმ ჯიგარმა აგენტმა გაუკეთა და ვალენსიის სკაუტების დამსახურებაა, თორე მეტი არაა ჩემი მტერი ამას წაეყვანა ლოკომოტივიდან იგივე კიტეიშვილი ჩახევს მთელ მაგ გუნდს , რასაც შოთა წვრთნის, იდიოტების ბანდაა. კაი რა ერთი. ესეც მანუ არ იყოს რა
კაპიტან გარდენბურგი
20 მაისი 2022 20:54
0
ჩემი აზრით ზურიკო დავითაშვილი და ოთარ კიტეიშვილი გაქაჩავენ. შეიძლება ჩაკვემაც გაქაჩოს. აი აზაროვს ალბათ ძვლებში დაამტვრევენ ჩემპიონშიფში
Superman
20 მაისი 2022 11:02
1
რამდენიმე თვეა რაც გუნდში მივიდა და ჯერ თვითონაც არაა მყარად, თვითონაც დასამტკიცებელი აქვს. თან მაგიტო არ აუყვანიათ იქ, რომ ქართველები ,,დაასაქმოს". ეგრე რომ იყოს, ვატო არველაძეს გააქანებდა ეგრევე. გავიდეს ცოტა დრო, რაღაც შედეგი დადოს, პოზიციები გაიმყაროს და მერე იქნებ მართლა წაიყვანოს 1-2 კაცი დამსახურებულად, 1-2-ც კიდე შეაპაროს :)).
მეორე საკითხია, იმ რეჟიმს და ტემპს რამდენი გაქაჩავს. 46 თამაშს სეზონში, მხოლოდ ჩემპიონატზე თამაშობენ, პლუს ლიგის და ასოციაციის თასები. თუ ვერ გაქაჩავს ვინმე, ტყუილად ვერ ათამაშებს და ისე არ გამოვიდეს, რომ მერე დააბრალონ, წაიყვანა და დაღუპა ფეხბურთელებიო. ენას ძვალი აქვს და არ იტყვიან?...
Irakli Apkhaidze
20 მაისი 2022 10:49
2
ჩემი აზრით ჩემპიონშიპში, აზაროვი გაქაჩავს, მაგრამ შოთა მოთამაშის შემქმნელი მწვრთნელი არა.. ფრთხილი მწვრთნელია და ამიტომაც ვერასოდეს გახდება კარგი მწვრთნელი.. ისე კარგი ფეხბურთელი იყო და მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას
გოგა
20 მაისი 2022 10:24
1
უკონტრაქტოს და მაგარს ვერ ნახავ შოთი. კიტეიშვილი, ბერიძე, მიქაუტიძე, აზაროვი, ზივზივაძე, კვირკველია რომელი ერთი ... მომინდომა კვარაცხელია და მამარდა ამან
lm
20 მაისი 2022 10:02
1
კარგი რა შოთი, მამარდა წაიყვანეო რომ ეთქვათ შენთვის ლოკოში რომ იყო განათხოვრებული დინამოდან მიაქცევდი ყურადღებას? - რა თქმა უნდა არა! არადა შანსი იმისა რომ თავად შექმნა ქართველი ფეხბურთელებისგან ბევრი კვარაცხელიები, მამარდაშვილები, კიტეიშვილ-მიქაუტაძეები და ა.შ. დიდი გაქვს მაგრამ არ იყენებ ძმაო. დააკვირდი ახალგაზრდული და უ19 ნაკრების ფეხბურთელებს და აუცილებლად აარჩევ მინიმუმ ერთს.
ბუბა
20 მაისი 2022 07:56
2
რა მაგრად ვერ ერკვევით ფეხბირთში ვინც აქ წერთ 70%.გასაგებად დასვა კითხვა ვიმ წავიყვანოო და წერთ რაღაც უარგუმენტო სისულელეებს. ვინ წაიუვანოს 19 წლამდელ3ბოდან ვოსაც აქ არ დაუმტკიცებიია სააქართველოს ვაი ჩემპიონატში და ჰოი საოცრებავ მოიმდომეთ რო ჩემპიომშიპში "გაქაჩავს" ხო?? ოპტიმიზმი კაია მარა,რეალოსტები რო ვიყოთ უკეთესი. და შოთოზე რო "ჟოპალეზს" დაწერთ ან რამე მსგავსი ტიპის კომენტარს პროსტა განვლილი ცხოვრება შეადარეთ შოთისი და ეხლა ვინცაა ბარდა ეკალივით მომჯდარი ფედერაციაზე მაგათი. სირცხვილია ხალხო და ძაან დაბალი დონი მანიშნებელი თქვენი კომენტარები
სჯსუს
20 მაისი 2022 10:21
7
ასეთი დამოკიდებულების გამო გაგინა მთელმა სტადიონმა!

ჟოპალეზების გასაგებად-საქართველოში (როგორც ჩვენს ჩემპიონატში ისე უცხოეთში მოთამაშე ქაეთველები) 20 ფეხბურთელი მაინც მოიძებნება რომელიც ჩემპიონშიფს გაქაჩავენ
ზვიადი
20 მაისი 2022 07:26
4
აზაროვი წაიყვანე და არ წააგებ.
რამაზი
20 მაისი 2022 02:06
7
ხოო თან აზაროვი ისეთ ჯანზეა ჩემპიონშიპს რო შეეფერება. დ.დ. რაც მაგას დილას ფლანგელმა ღუდუშაურმა გაუკეთა რა ინგლისიო რას ამბობ?
a a
20 მაისი 2022 02:51
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული