ვიზიტი ხაშურის ახალ სტადიონზე

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ხაშურში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ახალი საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე და ტექნიკური დირექტორი, ზაზა ზამთარაძე.

პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყო ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, დამონტაჟდა სპორტული განათება და სტადიონის სათანადო მდგომარეობაში შესანახად აუცილებელი სარწყავი სისტემა. სტადიონის ტერიტორიაზე აშენდა 2100 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნები, ღია ავტოსადგომი და დამხმარე შენობა-ნაგებობები. მოწესრიგდა სტადიონის მიმდებარე ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურა.

სტადიონის სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. მშენებლობა მსოფლიო ბანკის ლარის ფინანსური მხარდაჭერით
განხორციელდა.

განახლებულ სტადიონზე საშინაო შეხვედრებს ხაშურის "ივერიას" ვაჟთა, ქალთა და ასაკობრივი გუნდები გამოიყენებენ.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 7 /
აშენება და გაკეთება ქვეყანაში ყოველთვის კარგია. კითხვა მაქვს, ამ სტადიონზე ვინ უნდა ითამაშოს? რა ხაშურის ივერია სად ყავთ ან რომელ ლიგაში თამაშობს ეგ გუნდი, იქნებ ეგეც დაგეწერათ ამხელა სტატიაში. იგივეა ზუგდიდში პული რომ იხარჯებოდა ვითომ ხოკეის არ არსებულ გუნდზე. ხაშურს მე-2 კი არა მე-3 ლიგაშიც არ ყავს გუნდი. კობიაშვილმა ეგ არი იცის? გასაგებია რომ ეგ პრემირი აზრზეც არ არის. უმაღლეს ლიგაში რამდენი გუნდია სტადიონი არა აქვს ან უვარგის აქვს. იქნებ რამეს როცა აკეთებს ვინმე ტვინი ჩააყოლოს ცოტა, რომ ქვეყანას უფრო წაადგეს.
G.LA
18:09 21-05-2022
23
სურამის სტადიონს როდის მოხედავთ!? ოჩერედში მაინც დააყენეთ!
მწრთვნელი
18:23 21-05-2022
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული