ვიზიტი ხაშურის ახალ სტადიონზე

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ხაშურში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ახალი საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე და ტექნიკური დირექტორი, ზაზა ზამთარაძე.

პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყო ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, დამონტაჟდა სპორტული განათება და სტადიონის სათანადო მდგომარეობაში შესანახად აუცილებელი სარწყავი სისტემა. სტადიონის ტერიტორიაზე აშენდა 2100 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნები, ღია ავტოსადგომი და დამხმარე შენობა-ნაგებობები. მოწესრიგდა სტადიონის მიმდებარე ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურა.

სტადიონის სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. მშენებლობა მსოფლიო ბანკის ლარის ფინანსური მხარდაჭერით
განხორციელდა.

განახლებულ სტადიონზე საშინაო შეხვედრებს ხაშურის "ივერიას" ვაჟთა, ქალთა და ასაკობრივი გუნდები გამოიყენებენ.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 7 /
საქმეც მაგაშია, რომ ძროხები ვერ მოძოვენ, ბალახის საფარი ხელოვნურიაოოო!!!
მწრთვნელი
22 მაისი 2022 11:34
0
სურამის სტადიონს როდის მოხედავთ!? ოჩერედში მაინც დააყენეთ!
მწრთვნელი
21 მაისი 2022 18:23
9
აშენება და გაკეთება ქვეყანაში ყოველთვის კარგია. კითხვა მაქვს, ამ სტადიონზე ვინ უნდა ითამაშოს? რა ხაშურის ივერია სად ყავთ ან რომელ ლიგაში თამაშობს ეგ გუნდი, იქნებ ეგეც დაგეწერათ ამხელა სტატიაში. იგივეა ზუგდიდში პული რომ იხარჯებოდა ვითომ ხოკეის არ არსებულ გუნდზე. ხაშურს მე-2 კი არა მე-3 ლიგაშიც არ ყავს გუნდი. კობიაშვილმა ეგ არი იცის? გასაგებია რომ ეგ პრემირი აზრზეც არ არის. უმაღლეს ლიგაში რამდენი გუნდია სტადიონი არა აქვს ან უვარგის აქვს. იქნებ რამეს როცა აკეთებს ვინმე ტვინი ჩააყოლოს ცოტა, რომ ქვეყანას უფრო წაადგეს.
G.LA
21 მაისი 2022 18:09
23
ქვევით ხალხი რამ აღაშფოთა ვერ გავიგე. წლებია ხაშურს გუნდი არ ყოლია უმაღლესში და ეს არ აღშფოთებთ, შენ სკეპტიკურ კომენტარზე კი... გეგონება მრავლად გვქონდეს ოპტიმიზმის საფუძველი ამ ქვეყანაში
ზურა
22 მაისი 2022 11:10
2
ჩვენთან ხომ რეალურად იმისთვის არ კეთდება, რომ მერე დანიშნულებისამებრ გამოვიყენოთ. უბრალოდ ბიუჯეტის წლის გეგმაში ,,პწიჩკა" დასვეს თუ რაში დაიხარჯა თანხა, თან ფულიც გაკეთდა ალბათ. ეგ სტადიონი რამდენიმე წლის წინათაც აღადგინეს და მერე ისე გაპარტახდა კაცისშვილს ბურთი არ გაუგორებია მანდ. ახლაც იგივე იქნება, ძროხები მოძოვენ მაგ ბალახს...
დათო
22 მაისი 2022 11:06
5
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული