საიმანოვი: მივიღებთ თუ არა კვარაცხელიას ტრანსფერიდან ფულს? - უარესისთვის ვემზადებით

AutoSharing Option
ლეგიონერების გარეშე დარჩენილი "რუბინი" რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდა, თუმცა კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი იმედოვნებს, რომ ლიგას გააფართოებენ და ქვედა დივიზიონში დაქვეითება არ მოუწევთ, რადგან მათი იქ თამაში დანაშაული იქნება. მან განაცხადა, რომ ყაზანური გუნდი მთელ რუსეთში ყველაზე მეტად დაზარალდა, მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი დარჩება და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა.

"მე ვცდილობდი, ლეგიონერები დამერწმუნებინა. ჩვენ ლეგიონერები შევკრიბეთ, ვესაუბრებოდით. ვატყობინებდი, რომ სრული დაფინანსება გვქონდა, ქვეყანაში ყველაფერი მშვიდად იყო, არავითარი პრობლემა არ იქნებოდა. ვუთხარი: "მოდით, ეს სეზონი დავასრულოთ და შემდეგ გადავწყვიტოთ საკითხი".

ამასთან,
თავიდან მოთამაშეებმა განაცხადეს, რომ წასვლა არ უნდოდათ. საბოლოოდ ბევრმა წასვლა გადაწყვიტა, ვიღაცამ შემდეგ დარეკა და გვითხრა - "მე წავედი". როგორ უნდა დაგვეკავებინა?

ვეუბნებოდი, რომ ყველა პირობა შესრულდებოდა, ყველაფერი გადაწყდებოდა, ფულს გადავუხდიდით, თანხა საბანკო ანგარიშებზე იქნებოდა, ხოლო მერე მათი კონვერტაციის საშუალებას მოვძებნიდით.

ჩემი აზრით, კარგია, რომ წავიდნენ. ახალგაზრდების მოზიდვა შევძელით. დაბალხელფასიანი ფეხბურთელები მოვიდნენ, გვაჩვენეს, რომ თამაში უნდათ.
მიიღებს თუ არა "რუბინი" ხვიჩას ტრანსფერიდან  ფულს? ყველაფერი უეფაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ შეთანხმება გვაქვს და თუ დადებითი გადაწყვეტილება იქნება, მაშინ მივიღებთ. უეფა ხომ ეშმაკია. ისინი არ იტყვიან, რომ ახლა გავათავისუფლებთ და თავისუფალ აგენტებად გავხდით. განაცხადებენ - გადაწყვეტილებას ვახანგრძლივებთ. ამასობაში ბევრს კონტრაქტი დაუსრულდება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ კეთილგონიერება გაიმარჯვებს, მაგრამ უარესისთვის ვემზადებით", - განუცხადა საიმანოვმა "ჩემპიონატს".

ასევე დაგაინტერესებთ