ზაზა ჯანაშია ზუგდიდის "დინამოს" თაღლითური სქემის გამო დასჯას ეხმაურება

AutoSharing Option
ზუგდიდის "დინამოს" პრეზიდენტი, ყოფილი ფეხბურთელი ზაზა ჯანაშია, ცალკეული მატჩების შედეგებზე თაღლითური ფსონებით ზეგავლენის გამო საკუთარი გუნდის დასჯას ტელეკომპანია "ფორმულასთან" გამოეხმაურა:

"მეც თქვენთან ერთად გავიგე ამის შესახებ. ბრალდებებს გავეცნობით და განმარტებას შემდეგ გავაკეთებთ...

თაღლითურ ფსონებში მონაწილეობას უარვყოფთ, ასეთი რამ ჩემს გუნდში გამორიცხულია. უეფა რასაც დაწერს, ასე ვერავის ვენდობი."

შეგახსენებთ, სადისციპლინო კომიტეტი, უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის ანგარიშის გარდა, გაეცნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, სფფ-ის სპორტული სამართლიანობის სამსახურის მენეჯერის მიერ თფა-ს ანგარიშის მიხედვით შედგენილ მოხსენებით ბარათსა და მატჩებში საეჭვო ეპიზოდების ვიდეოჩანაწერს.

ზუგდიდის "დინამო" და "შევარდენი
1906" ეროვნული ლიგა 2-დან ლიგა 3-ში დაქვეითდნენ. გარდა ამისა, კლუბებს 10 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ, 14 ფეხბურთელს კი 6-12 თვით ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა აეკრძალა.

altთაღლითური ფსონების გამო ზუგდიდის "დინამო" და "შევარდენი 1906" ლიგა 2-დან მოკვეთეს

მკითხველის კომენტარები / 10 /
)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
klimenti
17 სექტემბერი 2022 15:07
0
ეხ ზაზა ზაზა, არ უნდა გეკადრებინა ეს შენი ქალაქისთვის, თან შვილი მაგ გუნდში გყავს..
გოგა
25 მაისი 2022 08:55
0
მენტალიტეტ დებილ)
ევროპელი მწვრთნელი!
25 მაისი 2022 07:13
0
ეგენი ვინც არიან კი ვიცოდით, ნარა ორივე კლუბში ბევრი ახალგაზრდაა, 1997-2000 წლ.ანები, ისინია ცოდო.
კოტე
24 მაისი 2022 16:21
1
ბიჯო, სახეზე აწერია, თაღლითი ვარო :)))
!!!
24 მაისი 2022 14:41
2
აი პირველ როგში ეს არის დასასჯელი ეს თაღლითი, წლებია ამ მაქინაციებით ფულს შოულობს და ანადგურებს ზუგდიდში ფეხბურთს.

მოსკოვშიც მსგავსი საქციელებით იყო ცნობილი.
მენტალისტი
24 მაისი 2022 12:00
5
უეფას არ ენდობა ეს ალბაათ არც სტრასბურგის სასამართლოს ენდობა :)))
beqa
24 მაისი 2022 11:48
2
ბურდულის გავლენებია ამ საქმეში,ეს 2 გუნდი 3 ლიგაში დააქვეითა და მათ ნაცვლად თბილისი სიტი ამოვა 2 ლიგაში,წავიდა მერე გარიგებულ თამაშებში თანხების გამაზვა უცხოურ ტოტალიზატორებში,მის გუნდს ვერავინ შეეხება ცოლი ყავს მთავრობაში,აგერ ნახავთ ეგრე თუარ მოხდეს
დათო
24 მაისი 2022 11:47
19
ჯერ საქართველოს სუპერ ლიგა მითხარი და შემდეგ მეორე და მესამე ლიგები.გუნდის მეორე ლიგაში ამოსაწევად,ამდენი ჩალიჩი ღირდა?კარგი, ცოლი მთავრობაში ჰყავს,უეფაში ვინ ჰყავს,ცოლისდა?რაღაცას რომ წერთ,აზრი ხომ უნდა დააყოლოთ?!
პ.ს.შეუმცდარი არავინაა,მათ შორის უეფაც.ვნახოთ,იქნებ ჯანაშია მართლაც არაფერ შუაში იყოს.პირდაპირ მასზე ხელის დადება,რაიმე საბუთის გარეშე,არა მგონია სამართლიანი იყოს.გამოძიებაა საჭირო და დამნაშავეები მართლაც მკაცრად უნდა დაისაჯნენ.ჯერ დასაჯო და მერე შეუმსუბუქო,ეტყობა ვერ სჭრის.საქართველოში ფინანსურად გაჭირვებული არ დაილევა და თუ ყველას ყველაფერი შერჩა,საბოლოოდ ყველაფერს კორუფცია წალეკავს.
სოსო
24 მაისი 2022 13:05
0
აპა რა! რის ჩაწყობა, რა ჩაწყობა? ეეეჰ, ზაზა... ჯობდა იმდენი ხელფასი მიგეცა, რომ არ ეჩალიჩათ.
alexandre
24 მაისი 2022 11:28
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული