ჯანომ გაიხსენა, როგორ არ გაუშვეს "არსენალში" და რატომ თქვა უარი რუსულ პასპორტზე

AutoSharing Option
"ჩემპიონატმა" ჯანო ანანიძესთან მონოლოგი გამოაქვეყნა. მან განაცხადა, რომ ტრავმირებულმა მუხლმა თამაშის გაგრძელების საშუალება არ მისცა, რაც ძალიან განიცადა, იტირა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა და კარიერის ზოგიერთი ეპიზოდი გაიხსენა.

- "სპარტაკში" მწვრთნელად ვალერი კარპინის მოსვლის შემდეგ, 10 დღეში დუბლებიდან პირველ გუნდში გადამიყვანეს. გეორგიჩმა მითხრა: "ყოჩაღ, "გრუზინჩიკ", ასევე გააგრძელე და ტოპ-ფეხბურთელი გახდები. "პრეობრაჟენკა" დაივიწყე, ახლა "ტარასოვკაზე" ცხოვრობ". მაშინ მამამაც კი არ შემაქო. გახარებულმა დავურეკე და ვაცნობე, რომ უკვე პირველ გუნდში ვიყავი, საპასუხოდ კი მოვისმინე: "მიდი, მიდი".

- "სპარტაკში" გარკვეული პერიოდის მერე
რუსული პასპორტის გაკეთება შემომთავაზეს, უნდოდათ ლეგიონერების ლიმიტიდან გამოვეყვანეთ, ხელფასის მომატებას მთავაზობდნენ. რეალური ისტორია იყო, შემეძლო რუსეთის ნაკრებში მეასპარეზა. თუმცა მე ძალინ მიყვარს საქართველო, კარპინს ვუთხარი: "გეორგიჩ, მე ქართული პასპორტით დავამტკიცებ, რომ "სპარტაკისთვის" მზად ვარ".

- ტრავმები მთავარი მიზეზია იმისა, რატომ ვერ გავიხსენი. დიდხანს ვცდილობდი მიზეზი გამეგო, მაგრამ ვერ შევძელი. ყოველთვის პროფესიონალი ვიყავი. ჩემსავით ხშირად დამატებით სატრენაჟორო დარბაზში არავინ არ დადიოდა! არასოდეს დავდიოდი ღამის კლუბებში, პროფესიონალის ცხოვრების წესით ვცხოვრობდი. ეტყობა, ასეთი იყო ჩემი ბედი - ჯერ რაღაცას გაძლევს, შემდეგ რაღაცას გართმევს. ჩემი თითქმის ყველა ტრავმა მახსოვს, ვინაიდან სწორედ ტრავმებმა არ მომცა ევროპაში წასვლის საშუალება.

- მაგარი სტარტის მერე ჩემი შეძენა "არსენალს" უნდოდა. "სპარტაკმა" ჩემი 5 მილიონ ევროდ გაყიდვა არ მოისურვა, რადგან დარწმუნებული იყვნენ, ერთ წელიწადში 20-ად გამყიდდნენ. 150%-ით ვიცი, წინადადება იყო, ხელმძღვანელობამ კი უთხრა, რომ ჯანო არ იყიდება.

შემდეგ სხვადასხვა წელს ჩემი შეძენა "ვალენსიასა" და "ვიტესს" სურდათ, მაგრამ არც ერთხელ არ გამოვიდა. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც დამეხმარა: თემურ ლეფსაიასი, რევაზ ჩელებაძის და ყველა დანარჩენის. მათ გარეშე "სპარტაკში" რთული პერიოდები უფრო მძიმედ აღსაქმელი იქნებოდა.

- როდესაც კარიერის დასრულების შესახებ პოსტი გამოვაქვეყნე, "სპარტაკიდან" ბევრმა დამიჭირა მხარი: რებროვმა, სამედმა, ჯიკამ, ბაკამ. მასიმო კარერამ (ყოფილი მწვრთნელი) დაწერა: "შენ რომ ისეთივე ჯანმრთელობა გქონოდა, როგორც მე, მაშინ 40 წლამდე ითამაშებდი". მას ვუპასუხე: "მე რომ თქვენნაირი ჯანმრთელობა მქონოდა, "ბარსაში" ვითამაშებდი".

- ახლა მინდა საქართველოში ჯანო ანანიძის აკადემია შევქმნა. აქ ძალიან ნიჭიერი ბიჭები იზრდებიან. მსურს მათ ფეხბურთში გარდატეხის ასაკის ადვილად გადალახვაში დავეხმარო.

ასევე დაგაინტერესებთ