კონფერენს ლიგის წილისყრამდე: იოლი მეტოქე "დინამოს" და "არარატ არმენია" "საბურთალოს" სავარაუდოებში

AutoSharing Option
14 ივნისს, ჩემპიონთა ლიგაზე, ბათუმის "დინამოს" მეტოქის გარდა, ჩვენებური კლუბების მოწინააღმდეგეებს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზეც გავიგებთ. მოგეხსენებათ, რეიტინგიდან გამომდინარე, ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება აღარ გვაქვს და ახლად შექმნილ გათამაშებაში (მე-2 სეზონი გაიმართება) ვმონაწილეობთ.

კონფერენს ლიგაზე ჩემპიონთა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნილი გუნდებიც ერთვებიან, ჯგუფურ ეტაპამდე კი 4 ბარიერის დაძლევაა საჭირო.

თუკი გასულ გათამაშებას გავიხსენებთ, ყველაზე წარმატებული ქართული კლუბი ბათუმის "დინამო" იყო, რომელმაც სან-მარინოს "ტრე პენესა" და ბელარუსის ბატეს ბარიერი დაძლია, თუმცა თურქულ "სივასპორთან" 2-რაუნდიან დაძაბულ დაპირისპირებაში (2:3) დამარცხდა.

თბილისის
"დინამო"

ქართული კლუბებიდან განთესილი მხოლოდ თბილისის "დინამოა", რომელსაც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შედარებით მარტივი მეტოქე უნდა ჰყავდეს

თუკი უეფას მიერ დანერგილ ე.წ. ტერიტორიულ დაყოფასა და სავარაუდო მეტოქეების კლასიფიკაციას გავითვალისწინებთ, კახა ცხადაძის გუნდისთვის ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგედ ბოსნიური "ბორაცი", მოლდოვის "სპინთჰული" და სან-მარინოს "ტრე ფიორი" უნდა მივიჩნიოთ. ისლანდიური "რეიკიავიკი" და ფინური "ინტერი" სავარაუდო სიაში (რომელიც წილისყრის წინა დღეს 4-მდე შემცირდება) ნაკლებად მოსალოდნელია.

თუკი ტერიტორიულ პრინციპს დავუბრუნდებით, თბილისელთა შესაძლო მეტოქეებში ესტონური "პაიდე" და ლიეტუვის "პანევეჟისი" არიან. ნებისმიერ შემთხვევაში, "დინამოს" მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ველით.

Sportall.Ge

"დილა" და "საბურთალო"

გორის "დილა", ანდრეი დემჩენკოსთან ერთად, კონფერენს ლიგაზე მეორედ იასპარეზებს. სადებიუტო გამოსვლაში სლოვაკურ "ჟილინასთან" (3:6 ორი მატჩის ჯამში) პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი დათმო, მაგრამ ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა, "საბურთალო" კი ევროტურნირებზე საკმაოდ გამოცდილი გუნდია. ასე რომ, უეფას რანგით მესამე ტურნირზე მათგან მაქსიმალურად შორს წასვლას ველით.

საწყის ეტაპზე განთესილი მეტოქეები საკმაოდ ძლიერები არიან. ამიტომ გამართლებას დიდი მნიშვნელობა ექნება.

ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კოეფიციენტი სომხურ "ალაშკერტს" აქვს. სავარაუდო მეტოქეთა სიაში ამ ქვეყნის კიდევ ერთი კლუბია - "არარატ არმენია", რომელთანაც თამაშის გამოცდილება "საბურთალოს" უკვე აქვს, თუმცა ევროპა ლიგაზე მათი ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა - სტუმრად (2:1) გაიმარჯვა, თუმცა თბილისში მეტოქემ (2:0) აჯობა.

ესტონური "ფლორა", ლატვიური "რიგა", ჩრდ. მაკედონიის "შკენდია", მინსკის "დინამო" - ამ გუნდებთან დაპირისპირება ნაკლებად სასურველია.

რაც შეეხება განთესილებს შორის "დილასა" და "საბურთალოს" ყველაზე სასურველ მეტოქეებს, მათ სიაში მოლდოვური "მილსამის", ლიეტუვის "კაუნო ჟალგირისის", გიბრალტარის "სტ. ჯოზეფისა" და "ევროპას" შეყვანა შეგვიძლია.

დაველოდოთ, ჯერ როცა სავარაუდო მეტოქეთა სია 4-მდე შემცირდება, შემდეგ კი წილისყრასა და 7-14 ივლისს, როცა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები შედგება.

altბათუმის "დინამო" და ჩემპიონთა ლიგა - ყველაფერი წილისყრასა და სასურველ მეტოქეებზე

altხვიჩასა და ბათუმელთა გარდა, რომელ ქართველებს ვიხილავთ ჩემპიონთა ლიგაზე?

მკითხველის კომენტარები / 16 /
პირდაპირ ვიტყვი და დინამოზე და საბურთალოზე ნერვების მოშლა არ ღირს! გორის დილა მაქსიმუმს გააკეთებს რაც შეუძლუა, მესამე ეტაპამდე თუ გაახწია კარგი იქნება, რაც შეეხება ბათუმს აქ ძალიან დიდი შანსი გვაქ რო კონფერენს ლიგაზე მაინც მოვხვდეთ
Vasili
09:51 14-06-2022
0
დინამო თბილისმა ის ლაქა ჩამოირეცხოს მეცხვარემ დუბლი შეგვისრულა.
roma
21:26 13-06-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული