"მიხარია, რომ მოედანზეც და მოედნის მიღმაც წამოვიდა თაობა, რომელთაც სტადიონზე ერთ დიდ მთლიანობად ქცევა და ერთმანეთის შევსება შეუძლიათ. იქნება ბრენდინგი, ლოგო, დროშა, გერბი თუ ჰიმნი. მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი გულშემატკივრის ხმას და ფეხბურთელების დამოკიდებულებებს აერთიანებდეს.
რამდენიმე კვირის წინ, "დინამოების" თამაშის შემდეგ, მოედანზე მოზარდების შესვლა იყო ერთგვარი ახალი ხმა და გულწრფელი ამოძახილი, რაც ამ დიდი აჟიოტაჟისთვის კარგი ბიძგი აღმოჩნდა. დღეს ჩემპიონატში ხვიჩა და მისი თაობის
ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს შორის მძაფრი კავშირი გაჩნდა და ახლა მთავარი სამიზნე სწორედ ის ბიჭები და გოგონები არიან, რომლებიც სტადიონზე კონკრეტული ფეხბურთელის სიყვარულმა და გულწრფელმა ემოციამ მოიყვანა. ჩემი მთავარი სათქმელიც ეს იყო ბრენდინგის ჩამოყალიბების პროცესში - წამოვიდა თაობა, რომელსაც სტადიონზე წასასვლელად მშობლების და უფროსების მხრიდან წახალისება აღარ სჭირდება. ამ თაობას აქეთ შეუძლია უფროსებისთვის მაგალითად იქცეს და აქეთ გვატაროს როგორც ჩემპიონატის, ისე ნაკრების თამაშებზე. წარმატებები საქართველოს და წარმატებები ერთად ყველას, ვინც ჩვენს ფეხბურთს აძლიერებს."
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას თბილისის "დინამოში" განაგრძობს.