ვაისი ბათუმელებთან მატჩამდე - ყველა პოზიციაზე 2 მოთამაშე გვყავს, "ჩაკვეს" "ბარსელონა" აკვირდებოდა...

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერის შემდეგ და ბათუმის "დინამოსთან" მატჩის წინ ბრატისლავის "სლოვანის" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შვილთან, უმცროს ვლადიმირთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა.

როცა ცოტა ბილეთია გაყიდული...

"თუკი კარგად ვითამაშებთ, მაყურებელი აუცილებლად მოვა. ამის პირველი შანსი სწორედ 6 ივლისს, ბათუმის "დინამოსთან" გვაქვს. მჯერა, გუნდში გატარებული ცვლილებებისა და ჩვენი გამოცდილი მოთამაშეების წყალობით, ხალხი დაბრუნდება.

წელს ყველაზე დიდი ბიუჯეტით შევდივართ ევროთასებზე და თუკი გულშემატკივრები არ მოვლენ, გული ძალიან დაგვწყდება, ჩვენ მათთვის ვთამაშობთ."

ტრანსფერებზე

"შეკრება ძალიან ხანმოკლე იყო, მაგრამ დავიმატეთ ის ფეხბურთელები, რომლებიც გვსურდა და
მათ კარგად ვიცნობ - ჩაკვეტაძე, კუცკა, რამირესი...

ყველა პოზიციაზე 2 მოთამაშე გვყავს. ჩოვანი კარგი მეკარეა, მაგრამ კონკურენტი მასაც სჭირდება და ამ საკითხს ვაგვარებთ."

ჩაკვეტაძეზე

"გიორგი ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა "ერთა ლიგის" ჯგუფი მარტომ მოიგო. სამწუხაროდ, მუხლზე ჯვარედინი მყესების ოპერაცია გაიკეთა და ბევრი გაუცდა, თორემ "ბარსელონა", "ჩელსი" და "დორტმუნდი" აკვირდებოდნენ. ჩაკვეტაძეს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და დარწმუნებული ვარ, თუ ჯანმრთელად იქნება, ყველას გაგვახარებს."

შეგახსენებთ, ბრატისლავის "სლოვანი" და ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს 6 (სლოვაკეთში) და 13 ივლისს დაუპირისპირდებიან.

alt ვიცი, რას მოითხოვს ვაისი - ჩაკვეტაძე წარადგინეს

altვის უნდა უფრთხოდეს კაშია ყველაზე მეტად? - ბათუმის "დინამოსი" გვეიმედება...

ასევე დაგაინტერესებთ