"ფეხბურთელები მოტივირებულები არიან, გულშემატკივრის დახმარება გვჭირდება..." - გიორგი ჭიაბრიშვილი

AutoSharing Option
7 ივლისს თბილისის "დინამო" კონფერენს ლიგის პირველ წრეში "პაიდეს" დაუპირისპირდება. ესტონელებთან თამაშამდე თბილისელების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა:

"დღეის მდგომარეობით, არცერთ გუნდზე წინ არ ვართ. არ არის ის სიტუაცია, რომ რომელიმე გუნდზე მაღლა ვიყოთ და ამის გამო მოვდუნდეთ. ჩვენთვის ნებისმიერ გუნდთან თამაში დიდი გამოწვევაა. ფეხბურთელები მოტივირებულები არიან.

ბათუმის "დინამოსთან" შეხვედრა ევროთასების წინ იყო და სასარგებლო გამოდგა, რადგან ბევრი რამ გამოჩნდა და ვისწავლეთ. გუნდს ყველა პოზიციაზე გაძლიერება სჭირდება, ეს მხოლოდ მეკარესა და მცველებს არ ეხებათ. "ბათუმთან" მატჩში მეტოქემ გვაჯობა, ფსიქოლოგიური
პრობლემა არ დამინახავს.

იმრანი გუნდს კარგად შეეწყო, თუმცა იდეალურ ფორმაში არ არის, ჩვენ მისი თამაში მეორე გუნდში ვნახეთ. კუცია და კობოური გუნდის სრულფასოვანი წევრები არიან და სრული დატვირთვითაც ვარჯიშობენ.

ბათუმის "დინამოს" წარმატებაში გულშემატკივარს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. ჩვენც გვჭირდება გულშემატკივრის მხარდაჭერა. ქომაგის გარეშე წარმატების და შედეგის დადება არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ შიდა ჩემპიონატშიც ჭირს. ამიტომ მოვუწოდებ გულშემატკივარს, მოვიდეს სტადიონზე და მხარი დაგვიჭიროს "პაიდესთან".

შეგახსენებთ, მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 9 /
რომელიმე არხი აჩვენებს ამ თამაშს???
მე-14 სკოლა
07 ივლისი 2022 15:47
0
სეტანტა სპორტი აჩვენებს და მისი ფეისბუქ გვერდიც. სავარაუდოდ დილას თამაში არ გადმოიცემა. საბურთალოს სილქ უნივერსალი აჩვენებს
თორნიკე
07 ივლისი 2022 18:43
0
ძალიან მომწონს ეს კაცი, მწვრთნელი, მაგრამ ბოდიში, რას გადადიოდი ფიფიასთან, მოვიდოდი სიამოვნებით სიტყვა რომ არ მიმეცა, ჩემი ფეხი არ იქნება ბორის პაიჭაძეზე სანამ ეგ თქვენი ფიფია იქ იქნება. ნეტა ჩწმპიონთა თასი მოიგოთ და სულ არ ვუყურებ არც ერთ თამაშს, მაგრამ სამწუხაროდნწელსაც დაგახევენ თავზე ბურთს. უბრალოდ ეს ლოგიკურია, რომ ასე იქნება, რადგან მიდგომაა დინამოში არასწორი საკითხთან, დროებითი გუნდების მშენებლობა ყოველ წელს, ლოკალური ამოცანებით და ფულის საკეთებლად და ვერც ჭიაბრიშვილი აღუდგება ამას, ამიტომ მარტო მწვრთნელი რას იზამს, მეცოდება ეს კაცი, კარგი მწვრთნელია
კაპიტან გარდენბურგი
07 ივლისი 2022 14:31
0
უდიდესი თხოვნით მოგმართავთ ბათუმიდან ჩემო თბილო და კეთილო გემრიელო თბილისლებო.. თბილისი საქართველოს გულია და ეს გული თქვენ უნდა დაქოქოდ რომ აძგერდეს ისე როგორც საქართველოს შეეფერება.. გთხოვთ მიდით სტადიონზე და უქომაგეთ თბილისის დინამოს თქვენს გარეშე ის სულ დამარცხებულია..
დროა დიდი გამარჯვებების გემო გავიხსენოთ და გავერთიანდეთ!!
შავი კაცი
06 ივლისი 2022 20:10
0
შავი კაცი კაცური გულით
მარტვილელი
07 ივლისი 2022 12:47
0
Makurebeli rom aucilebelia stadiinze amas ra laparaki unda?kvelani stadionze da vnaxavt ra shedegebic iqneba darwmunebulivar bevrad kargad itamasheben biwebi,warmatebebi qartul gundebs!!!
Givi
06 ივლისი 2022 18:15
1
ამ თბილისის დინამოს არ აქვს არანაირი სიცოცხლის ნიშანწყალი. დაცვა უსუსტესი, ნახევარდაცვა - გადაკარგულები, თავდასხმა - ბლაგვი. ამათ საყურებლად დრო და ნერვები როგორ უნდა დახარჯოთ ვინმემ?
gio
06 ივლისი 2022 17:47
12
მე ბათუმელი ვარ, თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე ყველა ქართულ გუნდს ერთნაირად დიდ წარმატებას ვუსურვებ. თბილისელ ფეხბურთის გულშემატკივარს ვთხოვ არ დაიზარონ სტადიონზე მისვლა შეყვარებულებით, მეუღლეებით და შვილებით. გამართლება იმით რომ ნაკლებ საინტერესო მეტოქეა, რომ ზაფხულია, ცხელა და შვებულებაშია ხალხი არაკორექტული და სამარცხვინოცაა. საფეხბურთო ზეიმს მაყურებელი ჭირდება და ჩვენ მეტოქის კი არა ჩვენი გუნდის საგულშემატკივროდ უნდა მივდიოდეთ სტადიონზე. პერიფერიაზე ნებისმიერი სტადიონი გაივსებოდა ევროთასის თამაშზე, დიახ 10ჯერ პატარა სტადიონი, თუმცა თბილისი მოსახლეობით საქართველოს ყველა ქალაქზე ათჯერ დიდია მინიმუმ, ასე რომ არც ესაა გამართლება. მიზეზი საკუთარი გუნდის სიყვარულია, და დაამტკიცეთ რომ თქვენც გიყვართ ფეხბურთი და თქვენი გუნდი. ბიჭებს გამხნევება სჭირდებათ!
თორნიკე
06 ივლისი 2022 16:01
0
გენაცვალე გულში კარგო კაცო! შენსავით ფიქრობდეს და უძგერდეს ნეტა გული ამ ქვეყნის 20 პროცენტს, დარწმუნებული ვარ სხვა გაცილებით უფრო ბედნიერ რეალობაში ვიცხოვრებდით!
ტარიელ მაღალდაძე
06 ივლისი 2022 17:08
0

სიახლეები პოპულარული