"სლოვანის" მცველი: ბოდიში, ეს სირცხვილია - არ ვიცი, მეკარემ როგორ ამიღო ბურთი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში კაცნაკლულმა ბათუმის "დინამომ" სტუმრად ნულოვან ფრეს მიაღწია "სლოვანთან". ბრატისლავური კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ საქართველოში რევანშისთვის მერყევ მდგომარეობაში მყოფები მიემგზავრებიან, რადგან აგურის მოედანზე (ასე იწოდება მათი სტადიონი "ტეჰელნე პოლე") სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი მასპინძელთა გუნდის მცველმა იური მედვედევმა გააკეთა.

"იმედგაცრუებულები ვართ, გვაპატიეთ. ტაიმზე მეტი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ მეტოქეს ვეთამაშეთ, მაგრამ ეს უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ. 0:0 ძალიან ცუდი შედეგია, სხვა ანგარიშის იმედი გვქონდა. ეს სირცხვილია, მაგრამ არაფერია დაკარგული. წინ მეორე მატჩი
გვაქვს და გამარჯვება გვსურს. გასატანად რამდენიმე მომენტი გვქონდა, მეც მქონდა ერთი ძალიან კარგი შანსი და არც ვიცი, მეკარემ როგორ ამიღო ბურთი.

თამაშში გარდატეხის შეტანა გვმართებდა, სწრაფად ვმოქმედებდით, მაგრამ ვერაფერს ვერ მივაღწიეთ. ბოდიშს ვუხდით არენაზე მოსულ გულშემატკივრებს. ვწუხვართ. ასეთი თამაშით ვერავინ ვერ იქნება კმაყოფილი. იმედი მაქვს, ყველაფერს ბათუმში გამოვასწორებთ", - ციტირებს მედვედევს sport.aktuality.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ბათუმში დაგერხა ბიჭო :))))
რაჟო
07 ივლისი 2022 19:07
0
რაა რის სირცხვილი? მეკარემ რომ ბურთი აუღო?...ესეც არ მყავდეს გოლეადორი ..საგოლეს არ მაზავდეს...ვის დასცინის ეგ კრეტინი? ამისთანა პატივმოყვარეებს უნდა დაახიოს დინამომ ერთ კვირაში ბურთი თავზე..რომ მერე საერთოდ თავი არ ჰქონდეთ გამოსაყოფი არსად..მისი დებილი ლოგიკით..
ბუჯანგა
07 ივლისი 2022 17:41
0
slovania kveknis pirveli gundi, carmomidgenia sxva gundebi ra donisaa, batumshi unda mougot da daumtkicot ro sakartvelos chemp. magat chemp. ze magla dgas.
BARSA
07 ივლისი 2022 16:33
0
სირცხვილი შენი კომენტარია. ძალიან მესიამოვნა გუშინ გიო ჩაკვეტაძის კარგი თამაში. ვაისი კარგად იცნობს და ჩააყენებს ძველ ფორმაში, მაგრამ ეს მომდევნო თამაშის მერე. ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ ბათუმში სლოვანს
Haaland
07 ივლისი 2022 12:51
1
გილოცავთ, ერთ ნაბიჯი გადადგმულია. თავს მოდუნების საშუალება არ მისცეთ. სლოვაკებმა ბრძოლა იციან და ბათუმში კონცენტრაციის დაკარგვის შემთხვევაში შეიძლება დაგვამარცხონ.P.S. მჯერა "გეგუჩასი" და მისი ბიჭების. იმედია სტადიონი გაივსება, ბათუმში ქომაგობაც მაგრად იციან! წინ ბიჭებო, მთელი საქართველო თქვენსკენ ვართ!!!
G.A.L.
07 ივლისი 2022 11:32
1
ამ წუთის მონაცემებით მხოლოდ 1 ადგილია დარჩენილი გასაყიდად
თორნიკე
07 ივლისი 2022 13:49
0
იმედია კი არა 2 საათში გაიყიდა ყველა ბილეთი)
გიუᲨა
07 ივლისი 2022 12:28
0
გვარი გაქვს ისეთი ლაზარეს ფრთები გამოესხა, ოღონდ შენ არ გაგეტანა.Dდდ
ეეე
07 ივლისი 2022 11:13
1
ბოდიშების მოხდა ბათუმური მატჩის მერე ნახე))
გიუᲨა
07 ივლისი 2022 10:14
0
Amat ar ician batumshi jojoxeti rom elit.win batumi.mteli saqartvelo gbaleshchikobt.
Telavi
07 ივლისი 2022 09:46
0
ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაზე დინამო თბილისი რომ შეხვდა იმ გუნდებს რომ ეთამაშოს ბათუმის დინამომ ყველას ჩაის მიაყოლებს
ბალეშიკ
07 ივლისი 2022 09:41
0
შენიშნვა ბრატისლავური გკლუბის საიტს: სლოვანმა მიაღწია ფრეს კაცნაკლულ ბათუმის დინამოსთან!!
შავი კაცი
07 ივლისი 2022 08:44
1

სიახლეები პოპულარული