ფიფია ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა - ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა ქართული კლუბების მარცხი შეაფასა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგაზე ქართული კლუბების მარცხი "პალიტრანიუსის" ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა "ფეისბუქგვერდზე" შეაფასა:

"სამი ქართული გუნდი გამოდიოდა კონფერენსლიგაზე და სამივემ წააგო.
ყველაზე დიდი საოცრება კი თბილისის "დინამომ" ქნა - ესტონურ გუნდთან სახლში 2:3 წააგო, თან ისე, რომ თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე 2:1-ს იგებდა.

ისეთი სულელური გოლები გაუშვეს, ლამისაა ვიფიქრო, რომ საკუთარ წაგებაზე დადებული ჰქონდათ. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, თუმცა რა გვაქვს სახუმარო? ჩვენი ჩემპიონატი უკვე ყველას ჩამორჩება. რომ არა ბათუმის "დინამო", მთლიანად მოგვეჭრებოდა თავი.

ცალკე უნდა ითქვას რომან ფიფიაზე, რომელიც
ყოვლად გაუგებარ პოლიტიკას ატარებს კლუბში და ალბათ მსოფლიოში საფეხბურთო კლუბის ერთადერთი მეპატრონეა, რომელიც ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა.

თავი დავანებოთ იმას, ამდენი წელია მეტ-ნაკლებად ნორმალური გუნდი რომ ვერ შექმნა, ფეხბურთელების გაზრდითაც ვერ ხეირობს ნორმალურად. წარმოიდგინეთ, კვარაცხელია გაზარდეს და ისე გაუშვეს, კაპიკი ვერ იშოვეს. ამხელა ტალანტი ვერ ამოიცნეს და "რუსთავს" დაუთმეს. მამარდაშვილი "ლოკომოტივს" დაუთმეს (მისი გაყიდვიდან ფული კი შეხვდათ, რადგან განათხოვრებული ჰყავდათ, მაგრამ ასეთ მეკარეს რომ გაანათხოვრებ...). ასევე მარტივად გაუშვეს ზურიკო დავითაშვილი, ლობჟანიძე, ბოლოს აზაროვი და ა.შ. სია გრძელია.

ტიპი ფეხბურთელებს ვერ ცნობს და საქართველოს ნომერ პირველი გუნდის მეპატრონეა. ერთადერთი, მწვრთნელების ხშირად ცვლა ეხერხება."

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამო" ბრატისლავაში "სლოვანს" (0:0) დაუზავდა, კონფერენს ლიგაზე კი თბილისის "დინამო", გორის "დილა" და "საბურთალო" დამარცხდნენ. განმეორებითი მატჩები ერთ კვირაში შედგება.

altვისი ბრალია? "დინამო" და სხვები სანაკრებო წარმატებას ლაფს ასხამენ!

მკითხველის კომენტარები / 44 /
ანუ ფიფია ერკვევა?! და რამდენი წელია თბ."დინამო" პირველივე წრიდან ვარდება ხომ ვერ გამახსენებთ?! ან ბოლოს ქვეჯგუფში როდის მოხვდა?! გასულ წელს მეთევზეებთან რომ წააგო თბ."დინამომ" ხომ გახსოვთ სამარცხვინო ანგარიშით?!.... ბატონმა მეტრეველმა, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ ირიბად მიანიშნა, რომ ქართულ ფეხბურთში საშინელებები ხდება, არაკომპეტენტურობა, კორუფცია და ნეპოტიზმი... პერსპექტივა კი ისაა, რომ სამწუხაროდ ქართული გუნდები ისევ წააგებენ.
თემო გი.
09 ივლისი 2022 19:30
0
საწყენად ნუ მიიღებთ და როცა ვინმე ვინმეს აფასებს, სულ მცირე ადრესატზე მერე უნდა წარმოადგენდეს. ფიფია ძალიან კარგადაც ერკვევა, ის ვერ ერკვევა ჟურნალისტიკაში. ორივემ სხვა საქმეს უნდა მიხედოს.
რა გინდა რო ქნა
09 ივლისი 2022 18:14
6
არ გინდათ ეხლა, ასეთ მიამიტად ნუ წარმოაჩენთ საკმაოდ ერკვევა ფეხბბურთში,რომ ხვდებოდეს რა ნაბიჯს რა შედეგი მოჰყვება
ალეკსანდრე
09 ივლისი 2022 15:32
0
ფიფია ხომარსი გოიგე ეს დინამო?გახიდე დროზე წადი და ესველება დინამოს და ხველას,
K k
09 ივლისი 2022 14:17
0
ფულის კეთება ხომ ესმის
მორიელი
09 ივლისი 2022 14:01
0
ახალი საფეხბურთო კულტურა უნდა გაცნდეს. ფანობა ფოიერვერკების ანთება, ქვების სროლა და გინება კი არა, საყვარელი კლუბის ცხოვრებაში.მონაწილეობაა. ამ მხრივ ინგლისია სამაგალითო. ქომაგმა უნდა აიზულოს, რომ გუნდი გაყიდოს და წავიდეს. პერმანენტული ბოიკოტით, ვარჯიშებზე მისვლით, თამაშებზე სტვენით
რეზო
09 ივლისი 2022 13:31
0
გუშინაც გაუშვა ერთი ბავშვი 18 ელის სპორტიგის მეირე გუნდში!
Vasili
09 ივლისი 2022 13:12
0
მართალია მერამდენედ ასე სამარცხვინოთ
imereli
09 ივლისი 2022 12:23
0
ფიფია იდიოტია ფეხბურთში,მერაბმა სწორად შენიშნა.
status quo
09 ივლისი 2022 11:13
1
შედეგზე ორიენტირებული კლუბები არ იქნება საქართველოში სანამ იქნება სახემწიფო დაფინანსება.
jorj
09 ივლისი 2022 09:52
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული