ფიფია ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა - ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა ქართული კლუბების მარცხი შეაფასა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგაზე ქართული კლუბების მარცხი "პალიტრანიუსის" ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა "ფეისბუქგვერდზე" შეაფასა:

"სამი ქართული გუნდი გამოდიოდა კონფერენსლიგაზე და სამივემ წააგო.
ყველაზე დიდი საოცრება კი თბილისის "დინამომ" ქნა - ესტონურ გუნდთან სახლში 2:3 წააგო, თან ისე, რომ თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე 2:1-ს იგებდა.

ისეთი სულელური გოლები გაუშვეს, ლამისაა ვიფიქრო, რომ საკუთარ წაგებაზე დადებული ჰქონდათ. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, თუმცა რა გვაქვს სახუმარო? ჩვენი ჩემპიონატი უკვე ყველას ჩამორჩება. რომ არა ბათუმის "დინამო", მთლიანად მოგვეჭრებოდა თავი.

ცალკე უნდა ითქვას რომან ფიფიაზე, რომელიც
ყოვლად გაუგებარ პოლიტიკას ატარებს კლუბში და ალბათ მსოფლიოში საფეხბურთო კლუბის ერთადერთი მეპატრონეა, რომელიც ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა.

თავი დავანებოთ იმას, ამდენი წელია მეტ-ნაკლებად ნორმალური გუნდი რომ ვერ შექმნა, ფეხბურთელების გაზრდითაც ვერ ხეირობს ნორმალურად. წარმოიდგინეთ, კვარაცხელია გაზარდეს და ისე გაუშვეს, კაპიკი ვერ იშოვეს. ამხელა ტალანტი ვერ ამოიცნეს და "რუსთავს" დაუთმეს. მამარდაშვილი "ლოკომოტივს" დაუთმეს (მისი გაყიდვიდან ფული კი შეხვდათ, რადგან განათხოვრებული ჰყავდათ, მაგრამ ასეთ მეკარეს რომ გაანათხოვრებ...). ასევე მარტივად გაუშვეს ზურიკო დავითაშვილი, ლობჟანიძე, ბოლოს აზაროვი და ა.შ. სია გრძელია.

ტიპი ფეხბურთელებს ვერ ცნობს და საქართველოს ნომერ პირველი გუნდის მეპატრონეა. ერთადერთი, მწვრთნელების ხშირად ცვლა ეხერხება."

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამო" ბრატისლავაში "სლოვანს" (0:0) დაუზავდა, კონფერენს ლიგაზე კი თბილისის "დინამო", გორის "დილა" და "საბურთალო" დამარცხდნენ. განმეორებითი მატჩები ერთ კვირაში შედგება.

altვისი ბრალია? "დინამო" და სხვები სანაკრებო წარმატებას ლაფს ასხამენ!

მკითხველის კომენტარები / 44 /
ანუ ფიფია ერკვევა?! და რამდენი წელია თბ."დინამო" პირველივე წრიდან ვარდება ხომ ვერ გამახსენებთ?! ან ბოლოს ქვეჯგუფში როდის მოხვდა?! გასულ წელს მეთევზეებთან რომ წააგო თბ."დინამომ" ხომ გახსოვთ სამარცხვინო ანგარიშით?!.... ბატონმა მეტრეველმა, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ ირიბად მიანიშნა, რომ ქართულ ფეხბურთში საშინელებები ხდება, არაკომპეტენტურობა, კორუფცია და ნეპოტიზმი... პერსპექტივა კი ისაა, რომ სამწუხაროდ ქართული გუნდები ისევ წააგებენ.
თემო გი.
19:30 09-07-2022
0
საწყენად ნუ მიიღებთ და როცა ვინმე ვინმეს აფასებს, სულ მცირე ადრესატზე მერე უნდა წარმოადგენდეს. ფიფია ძალიან კარგადაც ერკვევა, ის ვერ ერკვევა ჟურნალისტიკაში. ორივემ სხვა საქმეს უნდა მიხედოს.
რა გინდა რო ქნა
18:14 09-07-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული