გეგუჩაძე: სკეპტიკურად განწყობილი არ ვარ

AutoSharing Option
„სლოვანთან“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ისაუბრა:

"ქართული კლუბების შემდეგ ეტაპზე გასვლის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი არ ვარ. ყოველთვის ვცდილობთ, სათანადო სიმაღლეზე ვიყოთ და არ მგონია, ხვალ გამონაკლისი იყოს.

მნიშვნელოვან თამაშს მცირე მღელვარება სულ ახლავს, თუმცა მატჩის დაწყების შემდეგ ფეხბურთელებს ეს გადაუვლით. ეს ბუნებრივი მდგომარეობაა, რაც დიდ ფეხბურთელებსაც კი ჰქონიათ.

ზარია გუნდთან ერთად სულ 2 დღეა ვარჯიშობს. სხვა ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა. გაფრინდაშვილი პოლონურ "ზაგლებიეში" გადავიდა. მან ჩვენი გუნდის წინაშე ვალი მოიხადა. ის
ისევ გვჭირდებოდა,
თუმცა ჩვენ უფრო დიდი საფეხბურთო ქვეყნებისთვის ფეხბურთელების მიმწოდებელი ქვეყანა ვართ".

მკითხველის კომენტარები / 10 /
არცერთი კლუბი არ იქნება შედეგებზე ორიენტირებული სანამ ბიუჯეტის ფულით ფინანსდებიან. ბელარუსიის მაგალითი გვიჩვენებს სახემწიფო პროგრამამ არ იმუშავა არც იმუშავებს.
jorj
09:22 13-07-2022
0
ბნ.გია დღეს საფეხბურთო ფილოსოფიით,განსწავლული ტაქტიკით,მოტივაციის უზადო მიცემით შეგირდებზე და უდიდესი გამოცდილების ხარჯზე დაამარცხებს ბნ.ვაისს და მის სლოვანს.წარმატებები ბნ.გიას და დინამო ბათუმს!!
თამაზ შარვაშიძე
03:36 13-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული