ვაისი: ბოდიში იმ ფინალური მატჩის შედეგისთვის

AutoSharing Option
ბათუმის „დინამოსთან“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტპის საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენციაზე „სლოვანის“ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა:

"მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვარ. ხუთი წელი ვიცხოვრე აქ და მეორე სახლივით იყო. ბოდიში იმ ფინალური მატჩის შედეგისთვის, მაგრამ ეს ფეხბურთია. ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ საქართველოს. ახლა ჩვენ მეტოქეები ვართ, თუმცა ჩემი აქ ჩამოსვლა ემოციურია.

ჩაკვეტაძე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ის, ფაქტობრივად, ორი წელი იყო ფეხბურთის გარეშე. მე ვუყურებდი მის თამაშებს, ახლა კი ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენთანაა. როცა გიორგი ფიზიკურად ბოლომდე მზად იქნება, ძალიან გამოგვადგება.

მე აქ არა როგორც მტერი, არამედ როგორც მეტოქე, ისე ჩამოვედი. საქართველოში ეროვნული ლიგა მიმდინარეობს, ჩვენთან კი ასე არაა, ეს კი მნიშვნელოვანი ფაქტორია. უბურთოდ მოძრაობას დიდი მნიშვნელობა ექნება".

მკითხველის კომენტარები / 26 /
ცუდი კაცი არაა...
უბრალოდ ჩვენი ფეხბურთის არ სჯეროდა და ცოტა კონსერვატიული ფეხბურთის მიმდევარი კაცია
დავითი
19:28 12-07-2022
3
ობიექტურები უნდა ვიყოთ ვაისის მიმართ, რადგან მაგისნაირი შედეგი არც ერთ მწვრთნელს არ მოუტანია ქართული ფეხბურთისათვის და კიდევ სამ ქართველს ათამაშებს თავის გუნდში. რაც მთავარია მჯერა, რომ ჩაკვეს აღადგენს!!!
ვაჟა მასწავლებელი
01:35 13-07-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული