გეგუჩაძე: რესურსი და ძალები არ გვეყო - ცხოვრება გრძელდება

AutoSharing Option
„სლოვანთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ისაუბრა:

"ყველანი გულდაწყეტილები ვართ. რესურსი და ძალები არ გვეყო, ამის მიზეზს თავად იხილავდით. ჩვენი ძლიერი მხარე, ბურთის ფლობა დავკარგეთ და ამან დაღი დაასვა ბათუმის "დინამოს" თამაშს. ბოლოს შეხვედრა უფრო ჩვენს ნახევარზე მიმდინარეობდა, კონტრშეტევებზე ვთამაშობდით.

ჯოვინოს ბოლო მატჩებში გოლები ვერ გააქვს, მაგრამ ბევრ სამუშაოს ასრულებს და თანაგუნდელებს სივრცეებს უთავისუფლებს. მგონია, რომ კარგი გუნდი გვყავს.

ყველა განიცდის მარცხს და გასახდელში განსაკუთრებული არაფერი გვითქვამს. ყველაფერს გავაანალიზებთ. ცხოვრება გრძელდება.

აზაროვის და სხვა ფეხბურთელების შეცვლა ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე გადაწყდა, რათა შემდეგში გართულება არ მომხდარიყო.

"სლოვანს" და ქართველ ფეხბურთელებს მომავალში წარმატებებს ვუსურვებ."