კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდებიდან მხოლოდ "დინამოს" მატჩის ტრანსლაცია იგეგმება - სად შეგიძლიათ უყუროთ დღეს "პაიდესა" და "დინამოს" შეხვედრას

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის 1/8-ფინალური საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას დღეს 3 ქართული გუნდი გამართავს.

გორის "დილა" საშინაო ასპარეზზე "კუპსს" მიიღებს, "საბურთალო" ალბანეთში "პარტიზანთან" ითამაშებს, "დინამო" კი ესტონეთში - "პაიდესთან".

ჩვენი ინფორმაციით, ქართულ ტელევიზიებზე მხოლოდ "დინამოს" მატჩის ხილვა შეგეძლებათ. მატჩის პირდაპირ რეპოტაჟს Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ის ონლაინპლატფორმაზე უყურებთ.