"წარმოუდგენელი იყო ამ თემისთვის გვერდი ამევლო და უბრალოდ ისე გამეტარებინა, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ეს პოსტი ჩემს მეგობარს და უმაგრეს ადამიანს, კვარას ეხება. უფრო ზუსტად კი, კვარას ნაკლებად, რადგან მას არც ადვოკატი სჭირდება და არც განსაკუთრებული მხარდაჭერა. გამომდინარე იქიდან, რომ იგი ისევე, როგორც მისი ოჯახი, გამორჩეულია ქვეყნის სიყვარულით და პატრიოტიზმით.
აი, ვინც მას ლანძღავთ კი, გულწრფელად გეტყვით. კვარას ფეხის ფრჩხილის ფასიც კი არ ხართ არცერთი, რადგან თქვენი მთელი
გაშიფრულები ხართ თავიდან ბოლომდე. კვარას ლანძღავთ ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არაფერი გაქვთ გაკეთებული ქვეყნისთვის. არც მისი სახელის საზღვრებს გარეთ გატანისთვის და მით უმეტეს, არც საქართველოს პოპულარიზაციისთვის. ამიტომ, თითოეულ თქვენგანს მოგმართავთ - მე, ჯანო ანანიძე, ყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც საუკეთესო წლები რუსეთის ჩემპიონატში მაქვს გატარებული. თქვენ, ღვარძლით და ბოღმით სავსე ვაიპატრიოტებო, ვერასოდეს ვერ გააკეთებთ ქვეყნის კეთილდღეობისთვის იმაზე მეტს, ვიდრე თითოეული სპორტსმენი და ამ შემთხვევაში აკეთებს ხვიჩა.
ვერც ვერასოდეს მიუახლოვდებით ქვეყნის პოპულარიზაციისთვის ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და სწორედ ამის ბოღმა გახრჩობთ. ეგრე განაგრძეთ. ყველამ იცის, ვინც ხართ და რასაც წარმოადგენთ. ამიტომ, რაც, როგორც, რამდენიც, რაზეც და რა ზომაც არ უნდა ატეხოთ, სულ იცოდეთ, რომ სპორტსმენებთან შედარებით, ყოველთვის მეასეხარისხოვნები იყავით, ხართ და იქნებით."
რუსეთი ოკუპანტია მაგრამ საღი აზრი უნდა დავახვედროთ და არა ფობიებით სავსე სიგიჟე...
საკუთარ თავს ეცით პატივი ხალხნო....
ხვიჩას ასეთებისგანაც სჭირდება დაცვა. სსრკ ში ჩარჩებილი რუსეთუმეებისგან, რომლებმაც ხვიჩა თავისიანათ მონათლეს და სახელს უფუჭებენ.
არც ქოცია ეგ ბიჭი არც ნაცი და არც რუსეთუმე.
ასე რომ ტვინი ნუ წაუღეთ.
ყველანაირად თქვენზე მაღლა დგას. თქვენსავით ფსკერ კომენტარებს კი არ წერს და ვინმეს კი არ ლანძღავს.
დაკავდით საკუთარი საქმეებით!
რას გაიგებ შიგნიდან ვინ როგორაა დაცემული:(
აბა კლავიატურაზე ტექსტის აკრეფა ყველამ ისწავლა უკვე.