"ვაიპატრიოტებო, ვერასოდეს ვერ გააკეთებთ ქვეყნის კეთილდღეობისთვის იმაზე მეტს, ვიდრე თითოეული სპორტსმენი..." - ჯანო ანანიძე ხვიჩა კვარაცხელიას მხარდამჭერ სტატუსს აქვეყნებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო შექმნილ აურზაურს გამოეხმაურა.

"წარმოუდგენელი იყო ამ თემისთვის გვერდი ამევლო და უბრალოდ ისე გამეტარებინა, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ეს პოსტი ჩემს მეგობარს და უმაგრეს ადამიანს, კვარას ეხება. უფრო ზუსტად კი, კვარას ნაკლებად, რადგან მას არც ადვოკატი სჭირდება და არც განსაკუთრებული მხარდაჭერა. გამომდინარე იქიდან, რომ იგი ისევე, როგორც მისი ოჯახი, გამორჩეულია ქვეყნის სიყვარულით და პატრიოტიზმით.

აი, ვინც მას ლანძღავთ კი, გულწრფელად გეტყვით. კვარას ფეხის ფრჩხილის ფასიც კი არ ხართ არცერთი, რადგან თქვენი მთელი
ცხოვრების მანძილზე თითი თითზე არ დაგიდიათ ქვეყნისთვის და მხოლოდ ჭორაობის, ღვარძლისა და ბოღმის ხარჯზე ცდილობთ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებას. ეტყობა, ჩრდილში მოექეცით და ახლა ამ თემით ცდილობთ თავის გამოჩენას.

გაშიფრულები ხართ თავიდან ბოლომდე. კვარას ლანძღავთ ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არაფერი გაქვთ გაკეთებული ქვეყნისთვის. არც მისი სახელის საზღვრებს გარეთ გატანისთვის და მით უმეტეს, არც საქართველოს პოპულარიზაციისთვის. ამიტომ, თითოეულ თქვენგანს მოგმართავთ - მე, ჯანო ანანიძე, ყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც საუკეთესო წლები რუსეთის ჩემპიონატში მაქვს გატარებული. თქვენ, ღვარძლით და ბოღმით სავსე ვაიპატრიოტებო, ვერასოდეს ვერ გააკეთებთ ქვეყნის კეთილდღეობისთვის იმაზე მეტს, ვიდრე თითოეული სპორტსმენი და ამ შემთხვევაში აკეთებს ხვიჩა.

ვერც ვერასოდეს მიუახლოვდებით ქვეყნის პოპულარიზაციისთვის ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და სწორედ ამის ბოღმა გახრჩობთ. ეგრე განაგრძეთ. ყველამ იცის, ვინც ხართ და რასაც წარმოადგენთ. ამიტომ, რაც, როგორც, რამდენიც, რაზეც და რა ზომაც არ უნდა ატეხოთ, სულ იცოდეთ, რომ სპორტსმენებთან შედარებით, ყოველთვის მეასეხარისხოვნები იყავით, ხართ და იქნებით."


მკითხველის კომენტარები / 20 /
ჯანო კაცი ხარ გენაცვალე გულში.შენ გვერდით ვართ ყველა პატიოსანი ადამიანები აბა რა.ღმერთმა ხელი მოგიმართოს ყველა კეთილი საქმის კეთებაში
კაკაო
19 ივლისი 2022 11:20
4
ჯანო 100% ხარ ! აბანო ერთი სცადონ რუსეთში ასეთი წარმატების მიღწევა ქარველმა თუ არ ხარ უნიკალური ნიჭიით დაჯილდოვებული პიროვნება. მტერი რომ დაგაფასებს მარლა გმირი ხარ სააკაძის დარი.
ლევანი
18 ივლისი 2022 23:58
4
რით ვერ დაიღალა ეს ხალხი, ერთმანეთისკენ, აქეთ-იქეთ ხელების შვერას? თუ რამე არ მოგწონს გამოდი და შენ გააკეთე, დაგიშალა ვინმემ?
აბა კლავიატურაზე ტექსტის აკრეფა ყველამ ისწავლა უკვე.
სიმართლე
18 ივლისი 2022 23:01
1
აუუ ეს უნდა მოვყვე, ბარემ ერთსაც დაამატებ. ძალიან გამამხიარულეთ ხელფასი რომ ახსენეთ.
ბ.ნ ზურა ერთ ისტორიას მოგიყვებით. ყველაზე ცუდ პერიოდში აქ მარტო მე და ორი კაცი ვიცავდი ხვიჩას. ამასწინად ვიღაცამ დაწერა, ხვიჩამ ბავშვთან ფოტო არ გადაიღო და ხელი კრაო, მე როგორც ყოველთვის ხვიჩას გამოვექომაგე და იმან მომწერა ალბათ ხვიჩა ხელფასს გიხდის მისი დასაცავი კომენტარები რომ დაწეროო :დ
რომელს დავუჯერო ახლა აღარ ვიცი და ანგარისზე ვისგან დაველოდო ხელფასს :))
სავარაუდო ჩემზე უფროსი კაცი ბრძანდებით და თავს ასე რომ იგდებთ და უზრდელობთ არ გიტყდებათ?
მართლა ვერ გამაბრაზეთ :დ

ხვიჩა ჩემო საყვარელო ფეხბურთელო და ჩემო ქართულ ფეხბურთში დამბრუნებელო ადამიანო, გთხოვ გაუძელი რუსეთუმეების და ნაც-ქოცების შემოტევებს.
:დ
ადეკვატური გულშემატკივრები კი ვეცდებით შენს გამო ერთმანეთი არ მოვკლათ :დდდდდ

Winter
18 ივლისი 2022 20:48
2
ეს კომენტარი რომ დავწერე სოროსისგან ჩამერიცხა :დდდ
მაინც ვერ დამიყვანთ იმ დონეზე, რომ ვირთხა გიწოდოთ.
საკუთარ თავს ვცემ პატივს.
აზრზე არ ვარ ვინაა ალქესანდრე.
ავადმყოფური ბრალდებებია
Winter
18 ივლისი 2022 22:40
2
ჩუმჩუმელა ვირთხა ხარ @ შენი ვირთხობა იქედანაც ჩანს რომ იმ ნაც საქონელ "ალექსანდრეს" გამამხნევებელი კომენტარი დაუწერე და ერთი სირტვა არ დაგცდენია იმ შენი შეფების მაქარა-სანაია-შუბლაძის არაკაცობებზე @@
zura222
18 ივლისი 2022 21:46
6
ზურას მივმართავ.
ძალიან შემეცოდა და ჩემი ბოლო პასუხია მის მიმართ.
ადამიანს სერიოზული დახმარება ჭირდება.
სულ ხვიჩას ვიცავ აქ და ხელფასს ხვიჩა მიხდის თუ ვინ ვერ გავიგე?
თან ძალიან მებრალებით მართლა :(
ძალიან გაუმწარებიხარ ჩემს კომენტარს. ბოლოჯერ გიპასუხებ და შენთან საუბარი დავასრულე. ხვიჩა არაა თქვენიანი, ის ყველა თქვენგანზე მაღლაა, ხვიჩა რომ რუსეთუმე იყოს გრიგალავასავით იქ დარჩებოდა, ევროპაში კი არ წავიდოდა.. ხვიჩა ჩვენი სახეა დღეს დასავლეთში და ამ ეტაპზე მაგაზე პროდასავლური არავინ მგონია.
ხვიჩას როცა ვიცავ ხოლმე ხალხი ვერ იგებს ქოცი ვარ თუ ნაცი, შენც ასე დაგემართა.
რუსეთუმეც დამიძახეს რამდენჯერმე ნაცებმა:)) აბა ხვიჩას როგორ იცავო:)
შენ ნაცი დამიძახე, ანუ რეალურად აზრზე არ ხართ არაფრის და კლიშეებით აზროვნებთ ძალიან ვიწროდ. ცოტა სასაცილოა და თან სამწუხაროც.
წარმატებებს გისურვებთ.
მართლა გჭირდებათ
რეალიზდით!

მე არ გიწოდებთ ვირთას, ოჯახში გაზრდილი ადამიანი ვარ და ეგრე არ ვსაუბრობ!
Winter
18 ივლისი 2022 20:37
1
დაბლოკეთ ზურა22 რომელიც ადამიანებს აქ ვირთხებად მოიხსენიებს. გასაგებია ყველა იმას ამბობს რაც თავად არის, მაგრამ არაა სასიამოვნო მაინც:))
ხვიჩას ასეთებისგანაც სჭირდება დაცვა. სსრკ ში ჩარჩებილი რუსეთუმეებისგან, რომლებმაც ხვიჩა თავისიანათ მონათლეს და სახელს უფუჭებენ.
არც ქოცია ეგ ბიჭი არც ნაცი და არც რუსეთუმე.
ასე რომ ტვინი ნუ წაუღეთ.
ყველანაირად თქვენზე მაღლა დგას. თქვენსავით ფსკერ კომენტარებს კი არ წერს და ვინმეს კი არ ლანძღავს.
დაკავდით საკუთარი საქმეებით!
Winter
18 ივლისი 2022 15:34
2
ვირისგან წიხლი არ მწყინს, ხვიჩას ვიცავ აქ რაც კომენტარების წერა სავიწყე და ხელფასს ვინ მიხდის ვერ გავიგე. როგორი ჭორიკანა კაცი ყოფილხართ. არადა აქ რომ შემოვდიოდი ხვიჩას დასაცავად ერთ ერთი ადეკვატური თქვენი კომენტარები მეჩვენებოდა.
რას გაიგებ შიგნიდან ვინ როგორაა დაცემული:(
Winter
18 ივლისი 2022 20:40
1
ბატონო ზურა რა ცოდო ხართ. ამ საიტზე რაც ვარ სულ ხვიჩას ვიცავ და საიდან ამდენი სისულელე:დ
Winter
18 ივლისი 2022 20:34
0
ყველა გამოხმაურება
ოოო,ამასაც მოუნდა ქალაქის მერობა?
status quo
18 ივლისი 2022 14:37
19
კუმ ფეხი გამოყო, ჯერ შენი აზრი დააფიქსირე პუტინზე და დღევანდელ რუსეთზე. სანამ არ გვეცოდინება შენი აზრი მანამდე შენ ნათქვამს, როგორც ქოცბატონი იტყოდა, ჩალის ფასი აქვს!
***
18 ივლისი 2022 13:13
36
რატომ ავალდებულებთ ათლეტებს აზრი გამოთქვან პოლიტიკაზე, საერთოდ არ არის ეს მათი საქმე რომ გამოვიდნენ და პოლიტიკაზე ისაუბრონ, ისიც არ მომწონს ლებრონ ჯეიმსი რო გამოდის პოლიტიკური განცხადებებით და არც ის ტალახაძე რო პოლიტიკურ კლიპებში ჩნდება, ჩვეულებრივი პროპაგანდაა, ვიღაცას აზრი უნდა შეუცვალოს. რომც მოსწონდეს ხვიჩას რუსეთი ან თუნდაც ჯანოს , ეს თქვენი საქმე ნამდვილად არაა, რასაც შენი ქვეყნისთვის ეს ბიჭი აკეთებს დაკმაყოფილდი რა, ნუ სთხოვთ იმას რაც არაა მათი საქმე, თუ რამე გაწუხებს გამოდი და შენ თქვი შენ იყვირე.
ABCABC
18 ივლისი 2022 14:11
3
ქოცებმა ხვიჩა საქოცეთს მიაკუთვნეს იმის გამო, რომ ვიღაც ანტიქოცებმა სტატუსი გამოაქვეყნეს. ხვიჩას წარმატებები და იმედია, რუსეთში დაბრუნება არ მოუხდება!
ალექსანდრე
18 ივლისი 2022 12:10
29
თქვენ ორივე ნაც ვირთხებო ჩაძვერით ისევ იმ თქვენ სოროებში და გაყუჩდით @ ცოტაღა დარჩა ამ ქვეყანაში საბოგინოდ და ქოცებს რომ ლანძღავთ სინამდვილეში მაგათ მზეს უნდა ფიცულობდეთ ! ზუსტად იმ უტვინო ქოცებმა გადაგარჩინეს და კიდევ გიცავენ გამწარებული ხალხისგან @ მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელდება ! მალე გამოგათრევთ ხალხი ყველას მაგ სოროებიდან @@
zura222
18 ივლისი 2022 14:31
6
და რუსეთუმეებმა თავიან თავს მიაკუთვნეს. რეალურად არაა ეგ ბიჭი არც ქოცი და არც რუსეთიმე. უკვე ბევრი რაღაც გააკეთა მაგისთვის,რომ მაგ კატეგორიებს არ მივაკუთვნოთ. ახლა ქოცები და რუსეთიმეები ცდილობენ რეიტინგის გამო ბიჭზე იარლიყების მიწეპებას, ჯანოს არ ვგულისხმობ. უბრალოდ ისეთებმა წამოყვეს თავი :)
Winter
18 ივლისი 2022 12:34
7
ჯანო ლეგენდა და საოცრად მაგარი კაცი!!!!!!!!!!!!
lebron
18 ივლისი 2022 12:05
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული