ორივე გუნდის მატჩების ტრანსლირება იქნება - რომელ არხებზე უყურებთ დღეს "საბურთალოსა" და "დინამოს" შეხვედრებს

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის 1/4-ფინალურ საკვალიფიკაციო ეტაპზე დღეს ორი ქართული გუნდი პირველ შეხვედრებს გამართავს.

ბათუმის "დინამო" 20:00 საათზე პოლონეთში "ლეხს" დაუპირისპირდება. პოზნანიდან პირდაპირ ტრანსლაციას აჭარის ტელევიზია განახორციელებს.

ასევე 20:00 საათზე "საბურთალო" "დინამო არენაზე" ბუქარესტის "სტიაუას" მიიღებს, აღნიშნული მატჩის ხილვა კი "სილკ უნივერსალზე" შეგეძლებათ.

წარმატებები და გამარჯვება ორივე ქართულ გუნდს!