ერზრუმში შეკრებაზე მყოფმა ქუთაისის "ტორპედომ" თურქეთის სუპერლიგის გუნდი გაანადგურა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ეროვნული ლიგის განახლებისთვის ემზადება და შეკრებას თურქეთში, კერძოდ, ერზრუმში გადის.

მოსამზადებელ პერიოდში გუშინ კახა ჩხეტიანის გაწვრთნილებმა მესამე ამხანაგური მატჩი გამართეს და თურქეთის სუპერლიგის ბინადარი "უმრაიესპორი" 3:0 გაანადგურეს. ქართული გუნდის მხრიდან გოლების ავტორები გიორგი კუხიანიძე, გიორგი არაბიძე და თორნიკე ახვლედიანი გახდნენ. 

რაც შეეხება გასული ორი შეხვედრის შედეგებს, ქუთაისელებმა "გირესუნსპორთან" ნულოვანი ფრე ითამაშეს, ხოლო "ჩაიქურ რიზესფორთან" 2:3 დამარცხდნენ.
ასევე დაგაინტერესებთ