"საბურთალომ" ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ დასანანი მარცხი განიცადა - ქართული საკლუბო ევროსეზონი დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „საბურთალო“ გასვლაზე „სტიაუასთან“ 2:4 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

საკუთარ მოედანზე 1:0 მოგების შემდეგ „საბურთალოს“ რუმინული ბარიერის გადალახვის იმედი მიეცა. მასპინძლები დებიუტიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, სტუმრები კი სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდნენ და ქარდავამ შორიდან ოდნავ ააცილა ბურთი კარს. შუა პირველ ტაიმში ტემპი დაეცა, თამაში გათანაბრდა და 44-ე წუთზე გოლი გავუშვით - კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს დავამ თავით მეგრელიშვილის კარში მიუჩინა ადგილი.

შესვენების შემდეგ ეჯუმამ მეორე გოლი გაუტანა ჩვენს გუნდს. მერე შეცვლაზე შესულმა გოშთელიანმა ჯინჯოლავას პასით ანგარიში შეამცირა.
ბუქარესტელები
შტურმზე გადავიდნენ, რადუნოვიჩის დარტყმული ბურთი ჯინჯოლავამ ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა, საპასუხო სწრაფი შეტევისას კი ტაბატაძემ ტარნოვიანუს კარი დალაშქრა. სამწუხაროდ, ვიზავიმ კომანის გოლით მალევე მოახერხა კვლავ დაწინაურება. 87-ე წუთზე ჯინჯოლავამ საჯარიმოში მეტოქე წააქცია და რადუნოვიჩმა პენალტით გამარჯვების გოლი გაიტანა.

მიუხედავად მარცხისა, აუცილებელია აღინიშნოს ნოზაძის გუნდის თავდადებული თამაში, რისთვისაც მხოლოდ მადლობას იმსახურებენ.

ამით ქართული საკლუბო ევროსეზონი ისევ წარუმატებლად დასრულდა.

ბუქარესტი. „არენა ნაციონალა“
სტიაუა - საბურთალო 4:2
გოლები: 1:0 დავა (44), 2:0 ეჯუმა (55), 2:1 გოშთელიანი (69), 2:2 ტაბატაძე (78), 3:2 კომანი (80), 4:2 რადუნოვიჩი (87, პენ)
გაძევება: კორდეა (90+4)

სტიაუა: ტარნოვიანუ, ოვიდიუ პოპესკუ, დავა, ტამი, რადუნოვიჩი, ეჯუმა (ლიქსანდრუ 88), ოლარუ, კორდეა, ოქტავიან პოპესკუ, კომანი (უიადა 88), სტოიკა (სუხი 59)

საბურთალო: მეგრელიშვილი, გოჩოლეიშვილი, კაკუბავა, ჩადუნელი, ჯინჯოლავა, შ. ნონიკაშვილი (ო. მამაგეიშვილი 79), ქარდავა (მიოჩი 62), ლ. ნონიკაშვილი, გულიაშვილი (გოშთელიანი 62), ტაბატაძე, სიხარულიძე

მკითხველის კომენტარები / 25 /
როგორი დაქცეული ქვეყანაც არის საქართველო, ისეთი დაქცეულია ქართული ფეხბურთი.

როგორც ყოველთვის პირველივე ეტაპზე ყველა ქართული გუნდი ეთიშება ასპარეზობას და ხალხი ამ ყველაფერს კომფორტულად ეგუება.

კომფორმისტი ერი
ფეხბურთი
04:32 29-07-2022
13
მოეშვით ამ ტრაბახს. რისი იმედი ჰქონდათ? 2 ბურთს რომ გაიტან და ვერ შეინარჩუნებ, ეს არი ფეხბურთი? თბილისში 4 ბურთი მაინც უნდა გაგვეტანა და 1 ბურთის იმედად ვიყავით. არ გვეკუთვნოდა და ჩუმად ვიყოთ ჯობია
: )))))))
23:37 28-07-2022
16

სიახლეები პოპულარული