"სიომინმა დამირეკა და ხვიჩაზე მეკითხება... როდესაც ის პირველად დავინახე..." - ზაზა ჯანაშიამ რუსულ პრესასთან კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ზაზა ჯანაშიამ რუსულ "რია ნოვოსტის" ინტერვიუ მისცა, სადაც მან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"ხვიჩა დიდი ვარსკვლავი გახდება! მისი მონაწილეობით "ნაპოლის" ამხანაგურ მატჩებს ვუყურე და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა! ეს მხოლოდ წინასასეზონო მატჩებია, მაგრამ უკვე ცხადია, რომ მას იქ თამაში შეუძლია!

თბილისის "დინამოში" ვმუშაობდი, როდესაც პირველად ეს ბავშვი ვნახე და მაშინვე მივხვდი, რომ ის ნამდვილი პროფესიონალია! ვარჯიშების შემდეგ ხვიჩა მოედანზე რჩებოდა, კიდევ უფრო მეტს მუშაობდა და სხვადასხვა დარტყმას ხვეწდა. მას მხოლოდ ფეხბურთი უნდა, ამით ცხოვრობს და მეტი არაფერი!
"ნაპოლი" სუფთა საფეხბურთო ქალაქია და ეს მას ხელსაც შეუწყობს, რათა სხვა რაღაცებზე არ იფიქროს. 

ვურჩიე თუ არა სიომინს მე კვარაცხელიას წაყვანა? – კი, მაგრამ პალიჩმა ჯერ თვითონ გაიგო ხვიჩას შესახებ, მერე კი დამირეკა და მკითხა, ვიცოდი თუ არა მის შესახებ. ეს ჩვეულებრივი და მიღებული პრაქტიკაა. შემდეგ კი მას კვარაცხელია ვურჩიე. პალიჩთან კარგი ურთიერთობა მაქვს, არასდროს მომიტყუებია და არც ვატყუებ. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს როგორც ცხოვრებაში, ასევე წმინდა სამუშაო საკითხებში.

მოერგება თუ არა იტალიურ ფეხბურთს კვარაცხელია? იტალიური ფეხბურთი აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო. ახლა ცოტა უფრო ადვილია იქ თამაში. ხვიჩა ტექნიკურია, სწრაფია და, აქედან გამომდინარე, რთულია ასეთ ფეხბურთელებთან თამაში. მას აქვს ძალაც და გამძლეობაც. ყველაფერი მასთანაა!

არის თუ არა კვარაცხელია ბოლო დროის ქართული ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავი? – არა. შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი ჩაკვეტაძეც ძალიან კარგი ფეხბურთელია. საქართველოში ბევრი მაღალი დონის მოთამაშეა. სხვათა შორის, მალე ჩვენს ქვეყანაში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, ნახავთ, რა ძლიერი თაობა გვყავს. ტურნირს მთელი ქვეყანა ელოდება", – ამბობს ჯანაშია.
ასევე დაგაინტერესებთ