აზაროვი ბათუმს დაემშვიდობა - ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე?

AutoSharing Option
სერბულ "ცრვენა ზვეზდას" ირაკლი აზაროვის ტრანსფერი ჯერ არ გაუოფიციალურებია, თუმცა ყველაფერი გადაწყვეტილია და საქართველოს ნაკრების მცველი "ინსტაგრამის" მეშვეობით ყოფილ გუნდს დაემშვიდობა:

"უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმის "დინამოს", ჩვენ ერთად დაუვიწყარი წლები გავატარეთ. გვქონდა როგორც კარგი, ასევე ცუდი პერიოდი მაგრამ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და არასოდეს ვიხევთ უკან.

Sportall.Ge

მინდა "შავი ზღვის მეკობრეებს" (გუნდის ფან-კლუბი) დიდი მადლობა გადავუხადო - თქვენ შეუდარებლები ხართ და ყოველთვის ჩემს გულში იქნებით. მინდა დიდი წარმატება გისურვოთ, დიდი მადლობა ყველას!"

აზაროვის ახალი კლუბი ფაქტობრივად, უკვე ჩემპიონთა ლიგის
პლეი-ოშია. რადგანაც ირაკლიმ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმელთა რიგებში ითამაშა, მას "ცვერანა ზვეზდას" შემადგენლობაში ამ ტურნირზე მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა შეეძლება.

altGeo Team: შეთანხმება მიღწეულია - აზაროვი "ცრვენა ზვეზდაში" გადავიდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული