"მოდი ასე ვთქვათ... ჩვენს ქვეყანაში არ არის ჯერ ის შემოსული, რომ მე რადგან თბილისის "დინამოს" გულშემატკივარი ვარ, ბათუმს ან სხვა გუნდებს არ უნდა ვუქომაგო და მათი წარმატება არ უნდა მიხაროდეს...
ცოდვა გამხელილი სჯობს და შესაძლოა, ჩემთვის გია გეგუჩაძე სასურველ მწვრთნელთა კატეგორიაში არ იყოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე დავაფასე მისი მუშაობა და რამდენჯერმე წარმატებაც ვუსურვე. ნამდვილად გამიხარდებოდა, რომ კიდევ ერთხელ ჯგუფში შესულიყო...
ერთ
ვიღაცას თანხის გადახდა უნდოდა და მერე უცბად ამის სურვილი უქრებათ... სულ ვამბობთ, რომ დასანანია, აი აქ, რომ ეს გაგვეკეთებინა, იქ, რომ ის მომხდარიყო... ვტრიალებთ ერთ წრეზე... სირცხვილია რა... გადახედეთ ერთი, რა გუნდებია დარჩენილი ევროტურნირებზე უნდა ამომეწერა და წამომეღო, მაგრამ ისეთი გუნდებია, სახელები ვერ დავიმახსოვრე...
ისლანდიური და მალტის გუნდები რამდენი არიან გასულები?! - არ გადამრიოთ, ყველამ ჩვენზე უკეთ იცის თამაში?! არავინ არ მითხრას კიდე ცხოვრების დონე და ა.შ...სამხრეთ ამერიკული კლუბი ეხლა ვერ მოუგებს ამ გუნდებს? ვენესუელის გუნდი სადაც დაიჭერს, იქ მოუგებს მაგათ.
გვიჭირს ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები... სულ რაღაც სხვა ფაქტორებს ვეძებთ... იქ მსაჯი, ამინდი, არ გაგვიმართლა... ეხლა რაღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კუპატაძის ბრალია ყველაფერი?!
ვერავინ დამაბრალებს, რომ სადმე კუპატაძეს ვლობირებდი... პირიქით, სულ ვკითხულობდი, ნაკრების მესამე მეკარე სულ ეს ბიჭი, რომ არის-თქო, სხვას არ უნდა მიეცეს შანსიო?! ღმერთმა გაუმარჯოს ლაზარეს და უდიდეს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ვერავინ ვერ დამწამებს, რომ კუპატაძის გამო ვამბობ ამას.
ცოტა უხერხული არ არის, რომ წაგებული თამაშის მერე 1 კვირაში ბიჭი გააგდო გუნდიდან? გავიგე, რომ იქ ლამაზად ეწერა, რომ ორმხირივი შეთანხმების საფუძველზე წავიდა და რაღაც...
კარიუსს და ვალდილ პერესს რა აქვთ გაკეთებული? - სიმენსმა თასების მფლობელთა თასების ფინალში მაროკოელმა ფეხბურთელმა მაროკოდან, ცენტრის იქიდან, მსაჯს, რომ უკვე სასტვენი ჰქონდა ჩადებული და დასამთავრებლად ემზადებოდა, დაურტყა და ისე გაუტანა გოლი...
და მერე რა ქნეს, გააგდეს?! ვისწავლოთ ცოტა რაღაცეები... ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ბიჭი ყოფილა ყველაფრის თავი და თავი.
კი მარა, კუთხურზე თუ არ იდგა კარში, დაეძახა ვისმეს - კაპიტანს, მწვრთნელს, ან წინა ძელთან კაცი რო არ იდგა ისიც კუპატაძის ბრალია?!
გუნდია რა, გუნდმა წააგო ეს თამაში... რაღაცა ცუდი ჭორებიც მოვისმინე ლაზარეს წასვლაზე და მსგავსი სიბინძურეების გაგება არც კი მინდა.
ვფიქრობ, სანამ გლობალურად არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს და არ შეგვეშინდება ჩვენი შეცდომების დანახვის, მანამდე წარმატება ვერ გვექნება.
ფაქტია, 30 წელი რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. მოვა ვიღაც სხვა, ფულიანი კაცი, გადაჯგუფდებიან გადმოჯგუფებიან და მერე დავიწყებთ ილუზიებს... გამოვა მერე "პარტიზანი" და "ლოკომოტივი" და ვიტიროთ, რომ აი ცარიელ კარში ავაცილეთ და ა.შ... არ დავიღალეთ ამით?!
ცოტა უფრო გაუმჯობესებულად კი არ არის მუშაობა საჭირო, რადიკარულად სულ სხვანაირად არის მუშაობა საჭირო.
ერთ მაგალითს მოვიყვან... რინატ ახმეტოვი იცის ყველამ, "შახტიორი" მისი გაკეთებულია და 25 მილიონი ჩადო ფეხბურთში, თუმცა ვერც ევროტურნირებზე შედიოდნენ და ვერაფერი...
მერე ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტმა ჰკითხა, ალბათ, ნანობთ, ამდენი ფული რომ ჩადეთო... კი არ ვნანობ, იდიოტი ვარ, 50 უნდა დამერხარჯა, წარმატებისთვის რო მიმეღწიაო, გაისად დავხარჯავ და ევროსარბიელზე შევალთო...
მართლაც დახარჯა - უეფას თასიც აიღო, სტადიონიც ააშენა და "შახტიორი" ახლა საფეხბურთო რუქაზე, რომ არის მისი დამსახურებაა.
ანუ, რისი თქმა მინდა... ჩვენ ის უნდა დავინახოთ, რომ განა ეს წარუმატებლობა მეკარის, მცველის, ან ვინმე "აუტჩიკის" ბრალია, საერთოდ ყველას ბრალია, რადგან საქმეს არასწორად ვაკეთებთ...
გვგონია, რომ ეს საკმარისია და შედეგს ველოდებით, რომელიც არ დადგება. ვინ არის ბრატისლავის "სლოვანი"?! დაიწყეს, ასეთი გუნდია, ისეთი გუნდია... თუ არ გაქვს ამბიცია, რომ "სლოვანს" მოუგო და შემდეგ ეტაპზე გახვიდე, საერთოდ რატომ მოდიხარ და რისთვის დებ ფეხბურთში ფულს?!
ამ საქმეს რომ იწყებ, "იანგ ბოიზის", "ზალცბურგის", და ეგეთი გუნდების მოგება უნდა გინდოდეს, ისე ვერ შეხვალ ევროტურნირებზე, ან თუ შეხვალ რა გესაქმება?!.
ვერ მივდივართ სწორი გზით ხალხო... გაისადაც იგივე იქნება და მე ეს უკვე გამოვლილი მაქვს", - ამბობს სალუქვაძე.
ისე, რჩევისათვის, ერთ რამეს გეტყვით - შეეშვით ამ საერთო ჭრილში ქართული კლუბების ევროთასებზე გამოსვლის შეფასებას. ან იმ ევროთასებზე რა დაგრჩენიათ, ან ჯგუფში რომც გავიდეს რომელიმე გუნდი, იქ რა უნდა აკეთოს, დაფიქრებულხართ? ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო, ასეა ჩვენი საქმე - ჩემპიონატში ყველამ იმ გუნდის პრობლემებში ჩაიხედოს, რომელსაც გულშემატკივრობს, თორემ "შიდა ჩემპონატს არ ვუყურებ" ფრაზით საკლუბო ფეხბურთთან რომ საერთოდ შეხება არ აქვს ადამიანს, მხოლოდ ის მოჩანს და იმ ევროთასებზე მოლანდებით ფიქრს არ ვეშვებით, რომლებზეც ჯერ არაფერი გვესაქმება. ვიდრე ამ საბჭოთა ფეხბურთის აჩრდილიდან არ გამოვალთ, არ იქნება ქართული ფეხბურთის საშველი!
და რომელ სპორტის სახეობაში გვაქვს საკლუბო ტურნირებში რ ა ი მ ე წარმატება (?!), ე.ი რომელი ეროვნული ჩემპიონატი გვაქვს წარმატებული-ხარისხობრივად დამაკმაყოფიბელი მაინც(?!) -მ ი ზ ე ზ ი - ერთადერთია- სუსტი-სახელმწიფო,სუსტი ეკო-კა,ე.ი ე რ ი ს სუსტი პასუხისმგებლობა, სამოქალაქო უპასუხისნგებლობა...ზოგადად ყველგან და ყველაფერში, შესაბამისად ს პ ო რ ტ შ ი ც,შედეგად არა კონკურენტული გარემო(!),მით...
თუ წარმატება გვაქვს სპორტში, ქართველის ბუნებრივი ენერგია,ფიზიკა,გონიერება - ინდივიდუალური ბუნების გამო, რაც შეეხება გუნდურ სახეობებს -დ ა ს ა ვ ლ ე თ ი გვიმზადებს ბიჭებს,სპორტში დასავლეთ სამყაროსთან საჭირო მჭიდრო თანამშროლობით ჩვენი სპორტსმენების პასუხისმგებლიბა და პროფესიონალიზმი (რაგბი,კალათბურთი, ფეხბურთში,წყალბურთი) -სათანადო დონეზე გაყავთ და შედეგიც შესაბამისი გვაქვს,
და როცა იმ დასავლეთთან,ე.ი პასუხისმგებლობით სამყაროსთან სტრა-ლ პარტნიორობას დავიწყებთ,მათ გამოცდილებას მივიღებთ და შევქმნით თანამედროვე სახელმწიფოს,ე.ი.დავამკვიდრებთ დემოკრატიულ -სამართლებრივი მმართველობის პოლიტიკური სისტემა- ინსტიტუციონალურ მმართველობას, მით სამართლებრივ გარემო-წესრიგს,მით მხოლოდ პროგრეს და წარმატებაზე ორიენტირებულ სახელმწიფოს,რაც ეკო-კის სწრაფ განვითარას შეუქცევადს გახდის, და რისთვის ის დასავლეთი ყოველმხრივ მხარდაჭერას გვიცხადებს რეკომენდაციებით,ე.ი. გამოცდილების გაზიარებით...სპორტს- ეროვნული ჩემპიონატებს სწრაფადვე დაეტყობა და კონკურენტული განმტკიცდება,მით...
რუსეთთან,მით უმეტეს-მტრულად განწყობილთან ( 250 წელია და უკვე 2-ჯერ რომ მოახდინა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაცია,და 21-ე საუკუნეშიც-მე-3-ედ რომ ცდილობს) -კუდამოძუებული ყოფით,ვაჭრობით,მათი ტოტალიტარული,ან ავტორიტარულ- ოლიგარქიულ კრიმინალურ კლანური მმართველობის სისტენებით...სახელმწიფოს ვერასოდეს განვავითარებთ-განვამტკიცებთ, მით ეკო-კას ვერასოდეს ავაღორძინებთ,მით... და სპორტშიც (ყველა სახეობაში)- ეროვნულ ჩემპიონატების ხარისხით დარჩებით მუდმივ დაბალი, რეგრესირებული და უპერსპექტივო მდგომარეობით!
არ იდემაგოგოთ ახლა-სახელმწიფო,პოლიტიკა და სპორტი სხვადასხვა არის-ო (კრემლი და მათი ტროლების პროპაგანდა-,,მარატივი,, ), სახელმწიფოში შექმნილი ვითარება, ეკო-რი მდგომარეობა პ ი რ დ ა პ ო რ აისახება სპორტზე, და სპორტის განვითარებაზე, პირდაპირ კავშირშია..
ფაქტიც- დასავლეთის-დღესაც შუა საუკუნეების იმპერია- ღრუსეთის წინააღმდეგ სანქციებში სპორტული სამყაროც ჩაერთო..
ის 250 მილიონი ამ აკადემიებზე უნდა დაიხარჯოს და არა გუნდებზე.