"სირცხვილია! კუპატაძის ბრალია ყველაფერი?! 30 წელია რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, სანამ არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს..." - ლევან სალუქვაძე ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლას ეხმაურება

AutoSharing Option
Crystalsport-ის youtube არხზე "საგოლე გადაცემის" სტუმარი სპორტული ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე გახლდათ, რომელმაც ქართული კლუბების ევროსარბიელზე დაფიქსირებულ შედეგზე ისაუბრა:

"მოდი ასე ვთქვათ... ჩვენს ქვეყანაში არ არის ჯერ ის შემოსული, რომ მე რადგან თბილისის "დინამოს" გულშემატკივარი ვარ, ბათუმს ან სხვა გუნდებს არ უნდა ვუქომაგო და მათი წარმატება არ უნდა მიხაროდეს...

ცოდვა გამხელილი სჯობს და შესაძლოა, ჩემთვის გია გეგუჩაძე სასურველ მწვრთნელთა კატეგორიაში არ იყოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე დავაფასე მისი მუშაობა და რამდენჯერმე წარმატებაც ვუსურვე. ნამდვილად გამიხარდებოდა, რომ კიდევ ერთხელ ჯგუფში შესულიყო...

ერთ
წრეზე ვტრიალებთ... ესე იყო ბადრი პატარკაციშვილის "დინამო", ესე იყო ფიფიას "დინამო", "ამერი" და კიდევ რამდენი გუნდი ჩამოვთვალო...

ვიღაცას თანხის გადახდა უნდოდა და მერე უცბად ამის სურვილი უქრებათ... სულ ვამბობთ, რომ დასანანია, აი აქ, რომ ეს გაგვეკეთებინა, იქ, რომ ის მომხდარიყო... ვტრიალებთ ერთ წრეზე... სირცხვილია რა... გადახედეთ ერთი, რა გუნდებია დარჩენილი ევროტურნირებზე უნდა ამომეწერა და წამომეღო, მაგრამ ისეთი გუნდებია, სახელები ვერ დავიმახსოვრე...

ისლანდიური და მალტის გუნდები რამდენი არიან გასულები?! - არ გადამრიოთ, ყველამ ჩვენზე უკეთ იცის თამაში?! არავინ არ მითხრას კიდე ცხოვრების დონე და ა.შ...სამხრეთ ამერიკული კლუბი ეხლა ვერ მოუგებს ამ გუნდებს? ვენესუელის გუნდი სადაც დაიჭერს, იქ მოუგებს მაგათ.

გვიჭირს ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები... სულ რაღაც სხვა ფაქტორებს ვეძებთ... იქ მსაჯი, ამინდი, არ გაგვიმართლა... ეხლა რაღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კუპატაძის ბრალია ყველაფერი?!

ვერავინ დამაბრალებს, რომ სადმე კუპატაძეს ვლობირებდი... პირიქით, სულ ვკითხულობდი, ნაკრების მესამე მეკარე სულ ეს ბიჭი, რომ არის-თქო, სხვას არ უნდა მიეცეს შანსიო?! ღმერთმა გაუმარჯოს ლაზარეს და უდიდეს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ვერავინ ვერ დამწამებს, რომ კუპატაძის გამო ვამბობ ამას.

ცოტა უხერხული არ არის, რომ წაგებული თამაშის მერე 1 კვირაში ბიჭი გააგდო გუნდიდან? გავიგე, რომ იქ ლამაზად ეწერა, რომ ორმხირივი შეთანხმების საფუძველზე წავიდა და რაღაც...

კარიუსს და ვალდილ პერესს რა აქვთ გაკეთებული? - სიმენსმა თასების მფლობელთა თასების ფინალში მაროკოელმა ფეხბურთელმა მაროკოდან, ცენტრის იქიდან, მსაჯს, რომ უკვე სასტვენი ჰქონდა ჩადებული და დასამთავრებლად ემზადებოდა, დაურტყა და ისე გაუტანა გოლი...

და მერე რა ქნეს, გააგდეს?! ვისწავლოთ ცოტა რაღაცეები... ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ბიჭი ყოფილა ყველაფრის თავი და თავი. 

კი მარა, კუთხურზე თუ არ იდგა კარში, დაეძახა ვისმეს - კაპიტანს, მწვრთნელს, ან წინა ძელთან კაცი რო არ იდგა ისიც კუპატაძის ბრალია?!

გუნდია რა, გუნდმა წააგო ეს თამაში... რაღაცა ცუდი ჭორებიც მოვისმინე ლაზარეს წასვლაზე და მსგავსი სიბინძურეების გაგება არც კი მინდა.

ვფიქრობ, სანამ გლობალურად არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს და არ შეგვეშინდება ჩვენი შეცდომების დანახვის, მანამდე წარმატება ვერ გვექნება.

ფაქტია, 30 წელი რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. მოვა ვიღაც სხვა, ფულიანი კაცი, გადაჯგუფდებიან გადმოჯგუფებიან და მერე დავიწყებთ ილუზიებს... გამოვა მერე "პარტიზანი" და "ლოკომოტივი" და ვიტიროთ, რომ აი ცარიელ კარში ავაცილეთ და ა.შ... არ დავიღალეთ ამით?!

ცოტა უფრო გაუმჯობესებულად კი არ არის მუშაობა საჭირო, რადიკარულად სულ სხვანაირად არის მუშაობა საჭირო.

ერთ მაგალითს მოვიყვან... რინატ ახმეტოვი იცის ყველამ, "შახტიორი" მისი გაკეთებულია და 25 მილიონი ჩადო ფეხბურთში, თუმცა ვერც ევროტურნირებზე შედიოდნენ და ვერაფერი...

მერე ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტმა ჰკითხა, ალბათ, ნანობთ, ამდენი ფული რომ ჩადეთო... კი არ ვნანობ, იდიოტი ვარ, 50 უნდა დამერხარჯა, წარმატებისთვის რო მიმეღწიაო, გაისად დავხარჯავ და ევროსარბიელზე შევალთო...

მართლაც დახარჯა - უეფას თასიც აიღო, სტადიონიც ააშენა და "შახტიორი" ახლა საფეხბურთო რუქაზე, რომ არის მისი დამსახურებაა. 

ანუ, რისი თქმა მინდა... ჩვენ ის უნდა დავინახოთ, რომ განა ეს წარუმატებლობა მეკარის, მცველის, ან ვინმე "აუტჩიკის" ბრალია, საერთოდ ყველას ბრალია, რადგან საქმეს არასწორად ვაკეთებთ...

გვგონია, რომ ეს საკმარისია და შედეგს ველოდებით, რომელიც არ დადგება. ვინ არის ბრატისლავის "სლოვანი"?! დაიწყეს, ასეთი გუნდია, ისეთი გუნდია... თუ არ გაქვს ამბიცია, რომ "სლოვანს" მოუგო და შემდეგ ეტაპზე გახვიდე, საერთოდ რატომ მოდიხარ და რისთვის დებ ფეხბურთში ფულს?!

ამ საქმეს რომ იწყებ, "იანგ ბოიზის", "ზალცბურგის", და ეგეთი გუნდების მოგება უნდა გინდოდეს, ისე ვერ შეხვალ ევროტურნირებზე, ან თუ შეხვალ რა გესაქმება?!.

ვერ მივდივართ სწორი გზით ხალხო... გაისადაც იგივე იქნება და მე ეს უკვე გამოვლილი მაქვს", - ამბობს სალუქვაძე.
მკითხველის კომენტარები / 48 /
სიმართლე არავის აინტერესებს თორემ ამდენი წლის განმავლობაში უცხოეთიდან ერთხელ მაინც მოიწვევდნენ ფეხბურთის მცოდნე სპეციალისტებს, რომლებიც ჩვენს მწვრთნელებს თანამედროვე ფეხბურთს ასწავლიდნენ და ისინი კიდევ ახალ თაობას ფეხბურთელებად ჩამოყალიბებაში დაეხმარებოდნენ.
ამიტომ გახდა საჭირო ფეხბურთში ბევრი ფულის ჩადების შემდეგ კიდევ უფრო მეტის ჩადება და ასე გაგრძელდება უსასრულოდ.
ბევრად ჩვენზე ნაკლებ ბიუჯეტიანი გუნდები ბევრად უკეთეს შედეგებს დებენ და მხოლოდ ფულის სიმცირეზე აქცენტის გაკეთება გაუბედურებული ქართული ფეხბურთის შედეგს არასოდეს გააუმჯობესებს!
Guja Kakhadze
12 აგვისტო 2022 22:48
0
თუ ქართულ ფეხბურთში ფული არ ჩაიდო,სანამ კვალიფიციურ უცხოელ ფეხბურთელებს არ მოვიწვევთ ყოველ წელს ჩავფლავდებით.რა ჯგუფი რის ჯგუფი.პირველ წრეს ვერ გავდივართ.მომავალ წელსაც იგივე განმეორდება,ისევ ფიასკო.ღრმა ჭაობში ვართ,საშველი კი არ ჩანს
კინგი
12 აგვისტო 2022 13:38
0
სანამ გუნდის სახელები- დინამო,ლოკომოტივი და ტორპედო მისაღებია საზოგადოებისთვის,მანამ ფეხბურთი ჩვენთან იქნება ისეთი როგორიც არის.მენტალურად ისევ იქ ვართ და ევროპას ძალიან მაგრად დავშორდით.ამიტომაცაა ბატონო ლევაბ სულ ერთ წრეზე რომ დავდივართ.
ენძო
12 აგვისტო 2022 11:41
4
უკაცრავად თქვენი პირადი აზრია ეს მარა სახელს რა მნიშვნელობა აქვს? ევროპაშიც არიან მსგავსი სახელის გუნდები, არ ბრწყინაბვენ მაგრამ ჩვენი გუნდებისთვის საოცნებო შედეგებს კი დებენ. ჯერ სხვა პრობლემები მოვაგვაროთ და სახელის შეცვლას ფურცელზე დიდი არაფერი უნდა.
აკო
12 აგვისტო 2022 13:00
0
გოჩა! წერა თუ არ იცი და შრიფტის შერჩევა,თხოვე ვინმე და დაგიწერს ნორმალურად.აბდაუბდას წერ ვერ ატყობ?
zaza
12 აგვისტო 2022 08:23
1
კორუფცია არის და იქნება,გუნდებს უნდა ნორმალური მენეჯერები,გეგუᲩაᲫე კარგი მწვრზᲗნელია,მაგრამ ამოწურა მაგანაც Თავი,გამაგებინეᲗ ერᲗი რატომ არ ᲨეიᲫინა ბაᲗუმმა ცენტრალური მცველი,Თუ დავაკვირდებიᲗ რეკოᲨეტებს,ყველა ვარდნაᲨი, მცველის ვინმეს ახსოვს ᲩივაᲫის ვარდნები პოდკატები არა იმიტომ,რომ ᲗამაᲨს კიᲗხულობდა და ზუსტად არᲩევდა პოზიციებს ეს არის ცენტრალური მცველი,და არა პოდკატები ცენტრალური მცველი ესეიგი ვერ არᲩევს პოზიციას და უწევს ვარდნები და გაწელვები და კი ბატონო მივიᲦეᲗ გოლები,კუპატაᲮის ბრალი იყო?არავინ ამბობს ჯიᲦაურმა,რომ კუᲗხურზე გადააგდო კიარა კინაᲦამ მაყურბლები დაამარცხა ისე დაარტყა ᲓააკვირდიᲗ მომენტს Თავისუფლად ᲨეეᲮლო აუტზე გადაეგდო,სპეციალურად კი არ გაუკეᲗებია უბრალოდ მეტი ტვინი არ აქვს,ფეხბურᲗელის აზროვნებას ვგულისხმობ,ᲨტანგასᲗან არ იდგა ვინმე ბევრი გუნდი არ აყენებს ᲨტანგასᲗან კავს,მაგრამ მეკარე აკონტროლებს,და ჰაიჰარად კუᲗხურზე არ უბაგუნებენ ბურᲗს დააკვირდიᲗ ჯიᲦაური პირდაპირ წინ.რომ ურტყამს.ტრიბუნისკენ გადააგდე.გვერდზე ამ ნიუანსებიდან Შედგება ფეხბურᲗი?დაცვიდან ასვლის დროს Თუ დარწმუნებული არ ხარ ცენტრᲨი პასი არ ᲨეიᲫლება ᲩაᲭრა და გოლია ეს არის ელემენტალური ასე მასწავლიდენ მე სხვაᲗაᲨორის.დინამო ბაᲗუმის ახალგაზრდულᲨი.
გოჩა
12 აგვისტო 2022 03:17
2
ტექნიკურ დეტალებზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, რადგან ქვეყანა კორუფციაშია გახვეული და სჭირდება ფუნდამენტალური მუშაობა ყველა სფეროს და მათ შორის სპორტს.

როცა ავტომობილი დამპალია , მისი შეკეთება დროის ტყუილი ხარჯვაა, ამიტომ ჯობია ავტომობილი მოიშორო და სხვა იყიდო.

ასეა სპორტშიც, კორუფციის ჭაობში იფლობა ყველაფერი და სანამ სუფთა ხალხი არ მოვა, მუდამ ერთ წრეზე იტრიალებს ყველა სფერო.
ფეხბურთი
12 აგვისტო 2022 02:17
1
შარშანაც და იმის წინაც ვწერდი და ახლაც გავიმეორებ: გამოაცხადეთ კონკურსი ახალ განვითარების კონცეფციაზე. მივიღებ მონაწილეობას და თუ გავიმარვებ სრული რეფორმა გატარდება. ერთ სპორტის ჩინოვნიკს გავაცანი, ფინანსური მხარე მიითვისა და 300 მილიონ ლარამდე გამოყვეს ბიუჯეტიდან ფეხბურთის განვითარების ფონდი შექმნეს. მარტო მწირი ფინანსებით შედეგი არასოდეს არ იქნება. ერთ თაობაში 11 კარგი მოთამაშე იშვიათად გვყავდა. უნდა ჩამოვყალიბდეთ ძლიერი ეროვნული ლიგა გვინდა თუ ეროვნული ნაკრები. ორივე ძლიერი ინგლისსაც კი არ გამოსდის.ყველა ლიგა დასაშლელია და ნულიდან ასაწყობია ეს ნომერ პირველი სპორტბიზნესი. დანარჩენი კონცეფციაში.....
ვეტერანი
12 აგვისტო 2022 01:41
1
კლუბებში დღეს ძირითადად მუშაობენ არაპროფესიონალები და შედეგიც სახეზეა,ანალიზი საერთოდ არცერთ კლუბს არც გარეთ და დარწმუნებული ვარ არც შიგნით არავის გუკეთებია,არავინ სუბრობს იმაზე თუ რა დემართათ,არასწორედ მუშაობენ ევროსეზონების წინ და ცოტა ადრეც, არავინ ზრუნავს კლუბებში იმაზე თუ როგორ გამოვიდნენ წარმატებით,მაგალითად ბათუმის დინამომ მოგების გარეშე დაასრულა ევრო სეზონი ამის მიზეზებზე ახლავე აქედანვე უნდა ლაპარაკობდნენ და ცდილობდნენ იმას რო იგივე გაისად არ დაემართოდ,იგივე თბილისის დინამოზე ითქმის, იგივე გორის დილაზე, გაყუჩდნენ ისე გეგონება მთები გადადგეს ევრო ტურნირზე,აგრეთვე არ არსებობს საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი რომელიც ამა თუ იმ გუნდის გამოსვლას შეაფასებს,ამ ყველაფრიდან გამომდინარე გვაქ ის შედეგი რაც გვაქ,მალე სან მარინოს გუნდებთან ვიქნებით უშანსოდ ასე თუ გაგრძელდა,ხო ისიც მინდა ვთქვა სპორტულ ჟურნალისტიკაშიც დიდი პრობლემებია,არ დაბლოკოთ ადმინ როგორც გჩვევიათ ხოლმე.
qomagi
11 აგვისტო 2022 22:30
1
კომენტარი სადარი დდდდდდდდდდდდდ
kaka
11 აგვისტო 2022 22:10
0
დინამოსი რო იყავი არ გაწუხებდა ეგეტი იდეები
kaka
11 აგვისტო 2022 21:36
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული