ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე

AutoSharing Option
18 აგვისტოს, ევროპის კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩები გაიმართება. უეფას გადაწყვეტილებით, რუმინული FCSB-ს და ნორვეგიული ვიკინგურის მატჩს ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.

შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი დავით ხარიტონაშვილი იქნება.

FCSB-ს და ვიკინგურის პირველი დაპირისპირება ბუქარესტში გაიმართება და თბილისის დროით 22:30-ზე დაიწყება.

GFF.GE