ქართველი ფეხბურთელები და მწვრთნელები მილანში გაემგზავრებიან - შეკრება და კვალიფიკაციის ამაღლება

AutoSharing Option
"ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის "ინტერ აკადემია საქართველომ“ საწვრთნელი პროცესი საზაფხულო შესვენების შემდეგ განაახლა. ახალ სეზონს აკადემია სასიამოვნო სიახლით შეხვდა - 6-დან 13 ნოემბრის ჩათვლით 14 წლამდელ ფეხბურთელთა გუნდი მილანში სრული შემადგენლობით გაემგზავრება. ერთკვირიან შეკრებაზე გუნდისთვის დაგეგმილია "ინტერის აკადემიის" ბაზაზე ვარჯიშები, ს.კ. "ინტერის" კალენდარულ თამაშზე დასწრება, "სან სიროს“ არენის დათვალიერება, "ინტერის" საფეხბურთო მუზეუმში ვიზიტი და კლუბის ფეხბურთელებთან შეხვედრები. იტალიაში ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, აკადემიის 9 მწვრთნელიც გაემგზავრება. მათთვის კვალიფიკაციის ამაღლების სპეციალური სასემინარო პროგრამა იქნება შეთავაზებული.

"ინტერ აკადემია საქართველოს“ გადაწყვეტილებით, მილანის
ყოველწლიურ შეკრებაში სწორედ 14 წლამდე ფეხბურთელთა ასაკობრივი გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რაც კანდიდატთა შერჩევის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი


alt"ინტერის აკადემიის" პრეზიდენტი და "ტორპედოს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - ქართველი ქალი ფეხბურთში

მკითხველის კომენტარები / 2 /
Shesanishnavia!!!warmatebebi patara bichebs da mat mwvrtnelebs!!!
Givi
15:09 18-08-2022
0
რაღა დროის მილანია?! ახლა ჩვენი ფეხბურთელები და მწვრთნელები მხოლოდ ნეაპოლში უნდა მიემგზავრებოდნენ!... ჰა და ჰა კიდევ კრემონაში! :-)
2

სიახლეები პოპულარული