თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი მიუნხენის "ბაიერნში" ითამაშებს

AutoSharing Option
"დინამო აკადემიის" აღზრდილი ლუკა პარკაძე კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს. კლუბებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, მხარეებს შორის კონტრაქტი ხუთი წლის ვადით გაფორმდა. 17 წლის ნახევარმცველი მიუნხენურ გრანდს 2023 წლის ზაფხულიდან შეუერთდება, მანამდე კი, ლუკა პარკაძე თბილისურ კლუბში იასპარეზებს.

ლუკა პარკაძე "დინამოს" აკადემიაში 2017 წლიდან ირიცხება და ამ პერიოდის განმავლობაში მოთამაშემ ყველა ასაკობრივ გუნდში იასპარეზა. მთავარ გუნდში მისი დებიუტი მიმდინარე წლის 27 ივლისს აზერბაიჯანული "თურანის" წინააღმდეგ შედგა. აღნიშნულ ამხანაგურ შეხვედრაში პარკაძემ პირველი ტაიმი ითამაშა და თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

Sportall.Ge

რაც შეეხება ახალგაზრდა
ნახევარმცველის სანაკრებო კარიერას, პარკაძე საქართველოს 17-წლამდე ნაკრების წევრია. ამ გუნდის შემადგენლობაში მის ანგარიშზე 19 შეხვედრა და სამი გოლია.

"დინამო თბილისი" ჩვენი აკადემიის აღზრდილ, კიდევ ერთ ნიჭიერ, ფეხბურთელს მომვალ საფეხბურთო კარიერაში წარმატებას უსურვებს.

FC Dinamo Tbilisi
მკითხველის კომენტარები / 35 /
Buba axali xom araferi ici kidev chvenebis karg transferze?)) Magalitad zurikoze sad aortqlda es bichi???
Givi
19 აგვისტო 2022 13:20
0
ამდენი სიხარული ერთად მხოლოდ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ისედაც ბევრი გამოვიდა მგონი და ცოტა ზამთარშიც გავიხაროთ არ სჯობს? :) როგორც წესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა არის ხოლმე მთავარი და ზამთარში თუ ტრამვის გამო არ გამოაკლდა დაკომპლექტებულ გუნდს ფეხბურთელი არ აქტიურობენ ტრანსფერებზე. მთავარია რომ წარმატებული ტრანსფერები გამოვიდა ქართული ფეხბურთისთვის და აუცილებლად დაეტყობა ეს ყველაფერი ეროვნულ ნაკრებს, დიდი დროც არ გვინდა, წელს ხომ ისედაც გვაქვს მოლოდინი რომ ფინალურ ეტაპზე უნდა გავიდეთ და მგონია რომ ჩვევად გვექცევა ეროვნული ნაკრების ფინალურ ეტაპებზე თამაში ისეთი თაობა მოდის. შოთიმ (უდიდესი პატივისცემით) იკითხოს კიდევ "აბა ვინ წავიყვანო ქართველი ჩემთან"-ო და ვალენსიას, ნაპოლის, კრემონეზეს და ბაიერნს უბრალოდ მიჰყავთ შეკითხვის გარეშე. ყველამ კარგად გავიხსენოთ საიდან მოხვდა მამარდაშვილი ვალენსიაში - თბილისის დინამოს იჯარით ლოკომოტივში გაშვებული ფეხბურთელი წაიყვანა ვალენსიამ ლა ლიგაში, აღარ ვამბობ სხვა ფეხბურთელებზე და კლუბებზე არაფერს, კიდევ რამდენი და რა გუნდს უნდა გაუტანოს მაგალითად ზივზივაძემ რომ შოთიმ "მუშტრის" თვალით შეხედოს? :)
ბუბა
19 აგვისტო 2022 15:47
0
რაც ის საღორეთის წუმპე დაიკეტა ჩვენი ბიჭები ნელ ნელა ევროპისკენ დაიძრნენ. თუ ყველაფერში მოვახარხებთ მაგ საღორეთან ჩამოშორებას ესეც მთლიანად ქვეყანას წაადგება განვითარებისათვის. მაგადზე გამობმა რამე სახით მითომეტეს ახლა კატასტროფის ტოლფასია.
G.LA
19 აგვისტო 2022 10:36
1
მყიდველი შეიძლება იყოს ვინმე,
მაგრამ ერთი პროცენტიც არ არის
ფიფიამ დინამო გაყიდოს.
გერმანია
19 აგვისტო 2022 03:02
1
ეჰ დინამო დინამო ბაიერნის ფეხბურთელები ნეტა როდის გადმოვლენ აქეთ დინამოში .ეს ფიფია როდის მიდის ნეტა ვინმე სერიოზული ინვესტორი გამოჩნდეს რომელიც ძლიერ ლეგიონერებს მოიყვანს დინამოში და ევრო ტურნირებზე გავა ამ წიწილების და ჯერ არ შემდგარი ფეხბურთელების გაყიდვით რა ხეირი მე არ მესმის
ბალეშიკ
19 აგვისტო 2022 00:06
1
მთავარია აჩვენოს მაღალი დონე და საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება…მერე შეამჩნევენ ყველგან!
გია
18 აგვისტო 2022 22:49
0
არადა რომ ჩამოვთვალე ტოპ 5 ლიგის ჩემპიონი და აქედან ერთ-ერთში ქართველი გადავა თქო ყველას ხუმრობა გეგონათ, ნუ მესმის ახლა ასეთი რამის დაანონსება ჩემგან ყველასთვის არასერიოზულად აღიქმებოდა, თუმცა დღეს როგორც არასდროს ისე ამოტივტივდა ევროპულ ფეხბურთში საქართველოს სახელი.

როდესაც ასეთი გრანდი ქართველი ფეხბურთელით ინტერესდება, ვათიატოთ რომ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა და მერე ბაიერნის :))
ბუბა
18 აგვისტო 2022 22:18
2
ტრეზორას და ვანჩოპეს
აუ არაფერი ვიცი და მაგრად მწყდება მაგ ბიჭზე გული, იმედია გასცდება "გაზპრომის" გუნდებს!

ერთი ტრანსფერებში კარგად ჩახედული ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ რომელსაც დიიდი სანაცნობო წრე ჰყავს როგორც აგენტებში ასევე ფეხბურთელებში და ხანდახან დიდი ტრანსფერების ეპიცენტრშიც ხვდება ხოლმე სხვადსახვა ფორმით :))
ბუბა
19 აგვისტო 2022 15:54
0
ბუბა შენ გეცოდინება დავიტაშვილი რუსეთში ბრუნდებაო,ან სერბეთიო და რამე ინფო მოგვაწოდე
ტრეზორა
19 აგვისტო 2022 15:15
0
ყველა გამოხმაურება
რაც რუსული სალობიე საფეხბურთო ბაზარი დაიკეტა, ფანჯარა ევროპისკენ გაიხსნა, რაც ძალიან კარგია.
kaxa
18 აგვისტო 2022 22:17
0
ეგრე გადადით იშრომეთ ლინდოლეფსზე და მაკტომინეზე უკეთესი ფეხბურთელები როგორ არუნდა გამოხვიდეთ უბრალოდ უნდა იშრომოთ. ესე არჯობია ტულაში და როსტოვში გადასვლას
beqa
18 აგვისტო 2022 21:59
1
ბრავო ჯუღელს მაგარი ტრანსფერი გაჩარხა..ეტყობა პრედლაჟენია ქონდა
ako
18 აგვისტო 2022 21:41
5
მე პირადად წინაღმდეგი ვარ 17 18 წლის ბავშვების გაშვების ვფიქრობ რომ გარკვეულ ასაკამდე ჯობია დარჩნენ და ითამაშონ მშობლიურ კლუბში მაგრამ როცა ასეთი გუნდი იჩენს ინტერეს იმას უარი არ უნდა უთხრა არავითარშემთხვევაში დიდებული ამბავია წარმატებები ამ ბიჭს ბაიერნი დიდი გუნდია და ახალგაზრდებს ყოველთვის აძლევს შანს.
ზაური
18 აგვისტო 2022 20:22
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული