დავითაშვილი "ბორდოში" ვერ წარადგინეს - სახელფასო განაკვეთი ჯერ არ შემცირებულა

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს ფრანგულმა "ბორდომ" 4 ფეხბურთელი წარადგინა - მცველები იოან ბარბეტი, ვიტალ ნ'სიმბა, კლემენტ მიშლენი და ფორვარდი ალიო ბაჯი. ბათუმის "დინამოდან" იჯარითა და გამოსყიდვის უფლებით შეძენილმა ქართველმა ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, კონტრაქტი გააფორმა, რაც LFP-ს (საფრანგეთის საფეხბურთო ლიგა) გადაეგზავნა, თუმცა "ბორდომ" ფეხბურთელის გაფორმება ვერ შეძლო, რისი მიზეზიც sudouest-ის თანახმად, ფრანგულ კლუბებში დაწესებული სახელფასო განაკვეთია, რომელიც უნდა შემცირებულიყო.

L'Equipe-ი წერს, იოან ბარბეტი და ვიტალ ნ'სიმბა ანაზღაურების შემცირება/გადავადებას დათანხმდნენ, რათა კლუბს სხვა ტრანსფერის უფლება მიეცეს. ცნობილი ფრანგული გამოცემა
ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის ალბათობას თავიდანვე მხოლოდ ამ ვითარების გათვალისწინებით უშვებდა.

შეგახსენებთ, დავითაშვილის "ლორიენში" ტრანსფერი არაევროკავშირელის ლიმიტის გამო ვერ შედგა. იმედია, "ბორდოში" არსებული საკითხი მოგვარდება და ზურიკო რეგისტრაციასა და თამაშს უმოკლეს დროში მოახერხებს. 

altზურიკო დავითაშვილი ბათუმის "დინამოს" დაემშვიდობა

altL'Équipe: დავითაშვილი კარიერას ცნობილ ფრანგულ კლუბში გააგრძელებს

მკითხველის კომენტარები / 10 /
ავაზა ძალიან ბნელი ხარ ფეხბურთში, ბნელი თუ არა ბოღმა ხარ!
თენგო
17:01 03-09-2022
0
საფრანგეთის მეორე ლიგა არამარა, საქართველოს უმაღლესი ლიგისთვის ჰაჰა, კარგ ფეხბურთელად ჩაითვლება, ჰოდა დარჩეს აქ. სიმართლე ასეთია და თუ არ გჯერათ, ქართული გუნდების, ევროპულ შეჯიბრების შედეგებს გადახედეთ.
ავაზა
17:51 02-09-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული