"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ, გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმრობისას, ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული ასპარეზობის შესახებ ისაუბრა.

ჟორდანიას თქმით, სპალეტის გუნდი ცუდად არ გამოიყურება და "პარტენოპეის" ღირსებას ბევრი კარგი ფეხბუთელი იცავს, თუმცა ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია

"ნაპოლიში" ცუდი ფეხბურთელები არ თამაშობენ, თუნდაც პოლიტანო, ზელინსკი, ზამბო ანგისა, ოსიმენი, საერთო ჯამში მაინც, უნდა შევთანხმდეთ, რომ იტალიაში სულ რამდენიმე ძალიან დიდი კლუბია: მილანი, ინტერი, იუვენტუსი, რაც შეეხება "ნაპოლის", მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვეულებრივი სოფლის გუნდი კვარაცხელიას გარეშე, თუ მათ
ხვიჩას დავუმატებთ, საქმე ძალიან სერიოზულ გუნდთან გვექნება" - განაცხადა ჟორდანიამ.

შეგახსენებთ, მერაბ ჟორდანია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს 1998 წლიდან 2005 წლამდე იკავებდა.

alt"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა

alt"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია

 

მკითხველის კომენტარები / 51 /
ხვიჩა რეალურად სერიოზული გაძლიერებაა, მართლა ჯოკერია, შეიძლება მთელი თამაში ჩრდილში იყოს და ერთი აფეთქდეს... მაგიტო ამბობენ, სხვაობის შექმნა შეუძლია თამაშშიო, გარდატეხის მოხდენა, თამაში რომც არ წაუვიდეს, და ყველა თამაშში მესი და რონალდოც არ ბრწყინავდნენ... მაგრამ ნაპოლი სოფლის გუნდიაო, ძაან სოფლის ორღობე განცხადება იყო, მილანის ინტერის რომას და იუვეს მჭექარე სახელების მიუხედავად, იტალიაში დღეს ნაპოლისნაირი სტაბილური და დაბალანსებული, ლამაზი ფეხბურთის მოთამაშე გუნდი სხვა არაა... ყველა რგოლში ფანტასტიკური ფეხბურთელებით და ნამდვილი ჯოკერით კვარას სახით... სერია A ჩვენია, ლიგაზე გამოუცდელობამ მნიშვნელოვან თამაშებში თუ თავისი დაღი არ დაასვა, იქაც შორს გავლენ და იქნებ.... რა იცი, რა ხდება
რა მაფიაა?
02 ოქტომბერი 2022 14:09
1
მაშინ ქართული კლუბები ნასოფლარის გუნდები ყოფილა. ძალიან გადამეტებული შეფასებაა
David
02 ოქტომბერი 2022 14:07
0
რა საჭიროა ახლა ეგეთები, კარგით რა.
თვითონ ხვიჩა მსგავსს არაფერს ფიქრობს და რატომ უჩენენ მტრებს აქედან ამ არაჩვეულებრივ ბიჭს, ვგიჟდები რა
!!
02 ოქტომბერი 2022 14:04
2
ეგ დინამოს დუბლებში ვისაც აქვს ნათამაშევი, იმისი გადმოსახედიდან ჩანს ეგრე ))
ვვვ
02 ოქტომბერი 2022 14:03
1
რა აუცილებელია შეურაცხოფა მიაყენო ნაპოლის ფეხბურთელებს. თამაშს ერთი ფეხბურთელი ვერ მოიგებს.
ზაქრო
02 ოქტომბერი 2022 13:58
1
ეს მემგონი საქარტველოს ბალეჩიკებს აწონებს ტავს. ნაპოლი სოფლის გუნდია ხვიჩას გარეშეო. ნაპოლი მაგარი გუნდია და ამტკიცებს ტამაშიდან ტამშამდე. ხვიჩა კი ჯოკერი ყავს ნაპოლს, რა მაგარი გოლი შაგდო ტორინოსტან, დაიწყო და დაგვირგვინა კიდეც
SIMARTLE
02 ოქტომბერი 2022 13:56
2
ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს! ჯერ ერთი იმიტომ რომ ობიექტურად ნაპოლი დაბალანსებული გუნდია, მეორეც დინამოზე რომ ეთქვა ვინმეს ჩისკოს გარეშე სოფლის გუნდიაო (რაც სიმართლეს შეესაბამება) გაგვისწორდებოდა!?
ეხ, მერაბჩიკ, მერაბჩიკ ....
ძველი გულშემატკივარი
02 ოქტომბერი 2022 13:55
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული