"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ, გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმრობისას, ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული ასპარეზობის შესახებ ისაუბრა.

ჟორდანიას თქმით, სპალეტის გუნდი ცუდად არ გამოიყურება და "პარტენოპეის" ღირსებას ბევრი კარგი ფეხბუთელი იცავს, თუმცა ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია

"ნაპოლიში" ცუდი ფეხბურთელები არ თამაშობენ, თუნდაც პოლიტანო, ზელინსკი, ზამბო ანგისა, ოსიმენი, საერთო ჯამში მაინც, უნდა შევთანხმდეთ, რომ იტალიაში სულ რამდენიმე ძალიან დიდი კლუბია: მილანი, ინტერი, იუვენტუსი, რაც შეეხება "ნაპოლის", მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვეულებრივი სოფლის გუნდი კვარაცხელიას გარეშე, თუ მათ
ხვიჩას დავუმატებთ, საქმე ძალიან სერიოზულ გუნდთან გვექნება" - განაცხადა ჟორდანიამ.

შეგახსენებთ, მერაბ ჟორდანია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს 1998 წლიდან 2005 წლამდე იკავებდა.

alt"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა

alt"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია

 

მკითხველის კომენტარები / 51 /
ეს რავა ერდოღანს დამსგავსებია)))ერთი ულვაში აკლია და ეგაა
გიუშა
11:14 03-10-2022
1
ბოროტი და შურიანი კაცის განცხადება, ამას იტალიელებიც კითხულობენ.
გულშემატკივარი
09:38 03-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული