ქინქლაძის თამაში კვარაცხელიას მსგავსად უკვირდათ - ცნობილი რუსი კომენტატორი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებას ვერავინ მალავს - საქართველოში, იტალიაში, რუსეთში... ცნობილი რუსი კომენტატორი ალექსეი ანდრონოვი "ფეისბუქპოსტს" აქვეყნებს:

"2022 წელს ფეხბურთს ისე ვეღარ ვუყურებ, როგორც ადრე. არანაირი ემოცია, მუხტი... და არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები. თუმცა, რასაც ხვიჩა კვარაცხელია ქმნის, შეუძლებელია, არ შეიმჩნიო და არ დააფასო.

Sportall.Ge

მახსოვს, 90-იამ წლებში, ინგლისელებს გიორგი ქინქლაძის თამაში როგორ უკვირდათ, მათ უბრალოდ არ ენახათ მსგავსი რამ. იგივეა ახლაც, "კვარადონაზე". ის კარლსონივითაა, გაფრინ
და და ჩვენ აქ დავრჩით, შორიდან ვუყურებთ."

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე, "აიაქსის" წინააღმდეგ, სადებიუტო გოლი გაიტანა და საგოლე პასიც (უკვე მეორე) გააკეთა, წინა მატჩში კი თერთმეტმეტრიანი მოიპოვა. ქართველი გარემარბი იტალიის ჩემპიონატშიც გამორჩეულია - 5 გოლი, 1 შედეგიანი პასი და მოპოვებული პენალტი.

altხვიჩას ამ გოლს 17 წელი ველოდით - "მარად პერსპექტიულობის" გარეშე და კვირტი ბრწყინვალე მტევნით...

altThe Sun: გაიცანით ხვიჩა კვარაცხელია, "ქართველი მარადონა", რომელიც რუსეთიდან "ნაპოლიში" გაქცევის შემდეგ სერია ა-ს გლიჯავს

ასევე დაგაინტერესებთ