ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" "ბაზელთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეოთხე ტურში „სლოვანს“ საკუთარ მოედანზე „ბაზელთან“ ფრით დაკმაყოფილება მოუწია - 3:3.

სლოვაკური გუნდის მწვრთნელმა ვაისმა შვეიცარიაში გამარჯვების (2:0) შემდეგ ჩემპიონატზე „ტრენჩინთან“ მატჩში წამყვანი ფეხბურთელები დაასვენა და 0:4 დამარცხდნენ, დღეს კი ყველა და მათ შორის, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში დააყენა და სამივე შეუცვლელად ათამაშა.

„სლოვანმა“ ბურთის დაჭერა და უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლო, სტუმრებმა კი 29-ე წუთზე პენალტით მოახერხეს დაწინაურება. მასპინძლებმა პირველი მომენტი 43-ე წუთზე შექმნეს, როდესაც ჩაკვეტაძის შორიდან ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. ზედ შესვენებაზე
გასვლის წინ კუცკამ გიორგის გადაცემული ბურთი მიიღო, საჯარიმოში წააქციეს და თერთმეტმეტრიანით ანგარიში ვაისმა გაათანაბრა.

მეორე ტაიმი ბრატისლაველებმა აქტიურად დაიწყეს. ჯერ ჩაკვეტაძის პასით კუცკამ გაიტანა, შემდეგ კი სალვის კარი ჩავრიჩმა დალაშქრა. ამის მერე „სლოვანმა“ უკან დაიხია და დაისაჯა კიდეც - შეცვლაზე შესულმა დიუფმა და ზექირიმ ანგარიში გაათანაბრეს.

„სლოვანი“ H ჯგუფში 5 ქულით მესამე ადგილზეა და 27 ოქტომბერს „პიუნიკს“ უმასპინძლებს. დღეს ამავე ჯგუფში ერთმანეთს „ჟალგირისი“ და „პიუნიკი“ დაუპირისპირდებიან.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“. 20 333 მაყურებელი
სლოვანი - ბაზელი 3:3
გოლები: 0:1 მალესი (29, პენ), 1:1 ვაისი (45+2), 2:1 კუცკა (49), 3:1 ჩავრიჩი (53), 3:2 დიუფი (65)

მკითხველის კომენტარები / 13 /
ფორმაში შედის ჩაკვე ამას შემოვევლე , ეხლა კიდე კიტეს ვუყურებ და ლაციოს წინააღმდეგ გააფთრებული იბრძვის! კვარა ხო კვარაა.... რას მოესწარი დიმო!!! რაც შენ ნაკრების გამო სიმწრის ცრემლები ყლაპე დაგიფასდა , ერთი ასად!!!!!
დიმო
13 ოქტომბერი 2022 23:43
2
კარგი იყო გიო. უზუსტესი პასები აკეთა რომელსაც უფრო მაღალი კლასის თანაგუნდელები უკეთ გამოიყენებდნენ. ბურთი პრაქტიკულად არ დაუკარგავს და ორი გოლი შეიძლება ითქვას გააკეთა. ფორმას იბრუნებს აშკარად. იმედია ძველ გიოს მალე ვიხილავთ. სლოვანი საუკეთესო ადგილია მისთვის ფორმის აღსადგენად ჯერჯერობით. მერე კი უკეთესი გუნდიც გამიჩნდება. მთავარია შრომა არ დაიზაროს და ტრამვები აირიდოს
არტ
13 ოქტომბერი 2022 23:03
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული